ავტორი:

ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა კლინიკასთან, სადაც დაშავებული მკურნალობს.

იტალიაში, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში 25 წლის ქართველი „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა.

როგორც იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა.

იხილეთ ვიდეო: როგორია იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი 25 წლის ქართველის მდგომარეობა, რომელიც ცირკში ცხოველების გალიაში შევარდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ