ავტორი:

"საქართველოში ჩამოიყვანეს, რადგან აქ მოისურვა ყოფნა..." - როგორია გია ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"საქართველოში ჩამოიყვანეს, რადგან აქ მოისურვა ყოფნა..." - როგორია გია ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დიდი მაესტროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მუსიკოსი, კლარნეტისტი იულიან მილკისი წერდა:

"გთხოვთ ყველას, მთელი გულით ილოცეთ გია ყანჩელისთვის. ის ჰოსპიტალშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. თუ ერთად ვილოცებთ და გავუგზავნით სიყვარულს, კარგ ენერგიას, უბრალოდ კეთილ სურვილებს... ვინ იცის..." - წერდა მილკისი.

მსოფლიოში აღიარებული, გენიალური მუსიკოსის ჯანმრთელობის გაუარესების ცნობამ უამრავი ადამიანის შეშფოთება გამოიწვია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად, კომპოზიტორის კოლეგებთან და ახლობლებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ბევრმა საუბარი არ ისურვა. ვითარებაში გასარკვევად გია ყანჩელის უახლოესი მეგობრის, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის მეუღლეს დავუკავშირდით. ნუგეშა მესხმა ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგვაწოდა:

ნუგეშა მესხი, კონსერვატორიის პროფესორი:

"გია ყანჩელი საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანეს, რადგან თავად მოისურვა აქ ყოფნა. გულის უკმარისობა აწუხებს, სუსტად არის, მაგრამ ისეთი არაფერია, რა ინფორმაციასაც ავრცელებენ და იქნებ შეწყდეს ეს აჟიოტაჟი! სენსაციების მოყვარული ქვეყანა ვართ და აიტაცეს, არიქა ადამიანი ძალიან ცუდად არისო. ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის ასეთი პრობლემები და ჩვენ დიდი იმედით შევყურებთ, რომ ახლაც აუცილებლად დაძლევს... გუშინწინ გახლდით მოსანახულებლად და ნორმალურად იყო... დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად!" - განაცხადა ყანჩელის ოჯახის მეგობარმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ