ავტორი:

ძნელად დასაჯერებელია, რომ მათ შორის დაპირისპირებაა - ქეითი და მეგანი საშობაო წირვას ერთად დაესწრნენ

ძნელად დასაჯერებელია, რომ მათ შორის დაპირისპირებაა - ქეითი და მეგანი საშობაო წირვას ერთად დაესწრნენ

საშობაო მსახურებაზე დასასწრებად სენდრინგემში მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში ბრიტანეთის დედოფალთან ერთად სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით მივიდა.

სასექსისა და კემბრიჯის ჰერცოგინიები, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ - ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ღიმილით ესალმებოდნენ ეკლესიასთან შეკრებილ მოსახლეობას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ პრინცები ჰარი და უილიამი.

ბოლო პერიოდში მედია აქტიურად წერს ძმების ოჯახების დაპირისპირების შესახებ. ჟურნალისტების მტკიცებით, ძმებს შორის ცოლების გამო ურთიერთობა სულ უფრო იძაბება, თუმცა დღეს, მათი ერთად გამოჩენის შემდეგ რთულად დასაჯერებელია, რომ პრინცებს შორის რაიმე უთანხმოება არსებობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰარი და უილიამი შობას ერთად გაატარებენ.

საშობაო მსახურებას არ ესწრებოდნენ დედოფლის ქმარი, ჰერცოგი ფილიპი და პრინც ჩარლზის ცოლი - კამილა.

ნახეთ ვიდეო : მეგანის და ქეითის გაღიმებამ ყველა ჭორი გააქარწყლა - სამეფო ოჯახში იდილიაა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე