ავტორი:

სკანდალები, ტრაგედიები, ქორწინებები და განქორწინებები - 2018 წელი დეტალებში

სკანდალები, ტრაგედიები, ქორწინებები და განქორწინებები - 2018 წელი დეტალებში

ხმაურიანი მოვლენების გარეშე ყოველი წელი წარმოუდგენელია და ამ მხრივ, არც 2018 წელი იყო გამონაკლისი. ისევე როგორც ბოლო წლებში, ამ წელსაც ძირითადად პოლიტიკის გამო "ხოცავდა" ხალხი ერთმანეთს, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მოხდა.

წლის მთავარი ქორწინება

წელს ასევე დაქორწინდა თინეიჯერების გულთამპყრობელი და ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა. რეპერს სხვადასხვა დროს, არა ერთ ცნობილ გოგონასთან აწყვილებდნენ, მაგრამ ჭორები ჭორებად დარჩა და საბოლოოდ, მან ისეთ გოგონაზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც არავინ იცნობდა. ბერა უმშვენიერეს ნანუკა გუდავაძეზე დაქორწინდა და წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.

წელს ასევე გათხოვდა მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. მისი ქმარი ბულგარელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ბავშვსაც ელოდება.

წლის დიდი ტკივილი

წლევანდელი წელი სამწუხარო ამბებითაც სავსე იყო. წელს გარდაიცვალა მომღერალი გიო ხუციშვილი, რომელიც სიმსივნეს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ებრძოდა, თუმცა, საბოლოოდ, მძიმე სენი ვერ დაამარცხა. ასევე წელს დაიღუპა პოლიტიკოსი ნიკა რურუა.

წლის უმძიმესი და მოულოდნელი ტრაგედია დატრიალდა ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის ოჯახში. მათი 11 წლის ქალიშვილი, ტატა რევიშვილი, ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

წლის სკანდალი

წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალი მომღერალ ნათია თოდუას გერმანულ "ვოისში" გამარჯვება აღმოჩნდა. ნათია თოდუას გამარჯვება თითქმის ყველამ იზეიმა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გერმანელი ჟიურის პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა. ნათია თოდუა წლების წინ, ქართულ "იქს ფაქტორში" დაიწუნეს და გერმანიაში სწორედ ამის შემდეგ წავიდა, სადაც პროექტში გაიმარჯვა კიდეც.

ყველა ზღვარს გასცდა ანუკა არეშიძის და მისი მეგობრის ნინი ზარქუას დაპირისპირება. ანუკი და ნინი ბავშვობის მეგობრები არიან და აშკარაა, რომ ისინი დაშორდნენ. მათ ნათელ-მირონობაც აკავშირებთ, მაგრამ ერთად გადაღებულ ფოტოებსაც კი აღარ დებენ.

წლის სკანდალია ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა. მართალია, ისინი წელს არ დაშორებულან, მაგრამ ნანუკამ საკუთარ გრძნობებზე და ერეკლე კოდუასთან დაშორებით მიღებულ ტრავმებზე სახალხოდ წელს ილაპარაკა და ერეკლე კოდუამაც არც აცხელა, არც აცია და სოციალურ ქსელში საკუთარი გრძნობები საჯაროდ გამოხატა. მან ახალი საყვარელი ქალის კატია დიდას ფოტო დადო და დააწერა, რომ ის მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ერეკლე კოდუას ამ საქციელის გამო ნამდვილი "თავდასხმა" მოუწყვეს და სოციალურ ქსელში მოღალატე კაცი ეძახეს. აღსანიშნავია, რომ გადაცემა "პროფილის" ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, კოდუა ინსტაგრამზე განსაკუთრებულად გააქტიურდა და კატიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს თითქმის ყოველდღე დებდა.

წლის "ტროლი"

წლის მთავარ საქორწინო მოვლენად 2018 წელს ბერას და ნანუკას ქორწინება ითვლება. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქორწილი ჩუმად არ ჩაივლიდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ქორწილს სულ სხვა ელფერი შესძინეს. ბერამ და ნანუკამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დაწერა, თითქოს ბერამ სვეტიცხოველი დახურა, რაც მიხეილ სააკაშვილმა სათავისოდ გამოიყენა. რამდენიმე დღის მანძილზე, სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ, ისინი ამაზე საუბრობდნენ, თუმცა, ამ ამბავს ნათელი არა ერთმა ადამიანმა მოფინა. ეს ადამიანები იმ დროს სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ და გაირკვა, რომ სააკაშვილმა უბრალოდ ხალხი "დატროლა" და ივანიშვილის ჯვრისწერა ყველა წესის დაცვით წარიმართა...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ