ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები