ავტორი:

სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვები 29-30 დეკემბერს - ბევრი საჩუქარი და საახალწლო წვეულება

სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვები 29-30 დეკემბერს - ბევრი საჩუქარი და საახალწლო წვეულება

ახლოვდება ახალი წელი და მშობლებს საჩუქრებთან ერთად ისიც ეფიქრებათ, სად წაიყვანონ და როგორ გაართონ, გაახარონ პატარები. მით უმეტეს, რომ უკვე დაიწყო საშობაო არდადეგები.

საახალწლო ღონისძიებების უმრავლესობა 31 დეკემბრიდან შედის ძალაში, თუმცა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს დიდი სიურპრიზი აქვს მანამდეც - 29-30 დეკემბერს დიდი საახალწლო წვეულება იგეგმება 4-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის. „ბიბლუსი გალერეას“ ჯადოსნურ სივრცეებში ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი და მისი ელფები პატარების განწყობაზე იზრუნებენ. ბავშვებთან ერთად მოაწყობენ საშობაო ნაძვის ხეს, ითამაშებენ და რაც მთავარია სხვა და სხვა, საჩუქარს გადასცემენ მათ: მათ წიგნებს, საახალწლო აქსესუარებს და ტკბილეულს, გაუმასპინძლდებიან წვენებით.

ბილეთის ფასი 15 ლარია. ასე რომ, ახლავე დაიწყეთ 29-30-ის მხიარულ ამბებზე ფიქრი, ადგილზეც შეგიძლიათ იყიდოთ ბილეთი და წინასწარაც დაჯავშნოთ, მერე კი ეწვიოთ "ბიბლუსი გალერეებს" (კანდელაკის 7, ვაჟა-ფშაველას 47).

ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 551509525

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს