ავტორი:

სირიის არმიის შენაერთები ქალაქ მანბიჯში შევიდნენ

სირიის არმიის შენაერთები ქალაქ მანბიჯში შევიდნენ

სირიის არმიის შენაერთები ქალაქ მანბიჯში შევიდნენ, - ნათქვამია სირიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის განცხადებაში.

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაამყარეს და სირიის ეროვნული დროშა აღმართეს.

„სირიის არმიის ჯარისკაცები მანბიჯში შევიდნენ მოსახლეობის მოწოდების საპასუხოდ და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის ამოცანის შესაბამისად. სირიის არმია მანბიჯისა და მიმდებარე რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „ეროვნული თავდაცვის ძალებმა“ (ქურთული „დემოკრატიული პარტიის“ შეიარაღებული ფრთა) მზაობა გამოხატეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დამასკოსთვის გადაეცათ.

„სამთავრობო ძალებს მოვუწოდებთ კონტროლი დაამყარონ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჩვენი ძალები ტოვებენ, კერძოდ, მანბიჯზე და დაიცვან ეს რაიონები თურქეთის შემოჭრისგან“, - განაცხადეს ქურთულმა დაჯგუფებებმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე