ავტორი:

რუსეთში საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა - "შესაძლოა, 50 ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი"

რუსეთში საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა - "შესაძლოა, 50 ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი"

რუსეთში ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ბორის დუბროვსკიმ განაცხადა.

„11:00 საათის მდგომარეობით საცხოვრებელ სახლში დარეგისტრირებული იყო 111 ადამიანი, 9 კი ქირით ცხოვრობდა (სულ 120 ადამიანი). 52 ადამიანის ბედი ცნობილია. აქედან 4 დაიღუპა, 16 ევაკუირებულია, ჰოსპიტალიზირებულია 4 ადამიანი, 28 კი კავშირზე გამოვიდა“, - განაცხადა გუბერნატორმა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უცნობია 68 ადამიანის ბედი. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, შესაძლოა, 50 ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ადგილზე 469 ადამიანი მუშაობს სამაშველო ოპერაციის ფარგლებში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე