ავტორი:

რუსი პენსიონერი, რომელმაც შვილი ტაფით მოკლა და სხეული დაანაწევრა, სასამართლომ გაათავისუფლა

რუსი პენსიონერი, რომელმაც შვილი ტაფით მოკლა და სხეული დაანაწევრა, სასამართლომ გაათავისუფლა

63 წლის რუსმა ქალმა „ტირან“ შვილს თავში ტაფა ჩაარტყა, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ლიუდმილა რ. მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა ციხიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ მიიღო მხედველობაში გარემოება, რომ მამაკაცი დედას წლების განმავლობაში ცემდა და მისი ცხოვრება „ჯოჯოხეთად აქცია“.

ლიუდმილას თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 42 წლის შვილმა ის გააუპატიურა კიდეც. ქალი ამბობს, რომ პოლიციას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ მამაკაცთან გასაუბრებით შემოიფარგლნენ.

ლიუდმილა ხაბაროვსკში დაიჭირეს, მეზობლებმა პოლიციაში უსიამოვნო სუნის გამო დარეკეს, რომელიც მისი სახლიდან გამოდიოდა. ქალი მაშინ დააკავეს, როდესაც „საეჭვო“ ნაგვის პარკებს ტაქსიში ალაგებდა. მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ პარკებში გაფუჭებული ხორცი იყო, თუმცა შემოწმების შემდეგ პოლიციამ მამაკაცის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. ლიუდმილამ მკვლელობა აღიარა.

ქალმა გამომძიებლებს უამბო, როგორ იქცა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად მას შემდეგ, რაც შვილი ცოლს დაშორდა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა.

ერთხელაც, როდესაც მამაკაცმა დედა დაუნდობლად სცემა, ლიუდმილამ ტაფა აიღო და შვილს თავში ჩაარტყა. მან დეტალურად უამბო სამართალდამცველებს, როგორ დაანაწევრა შვილის სხეული.

ლიუდმილას პატიმრობა არ ემუქრება, თუმცა 23 თვის განმავლობაში ქალაქის დატოვება ეკრძალება.

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ