ავტორი:

ძლიერი ქარი ბათუმში - დაშავებულია ორი ადამიანი, დაზიანებულია სახლები (ფოტო)

ძლიერი ქარი ბათუმში - დაშავებულია ორი ადამიანი, დაზიანებულია სახლები (ფოტო)

ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.

უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი წვიმაა.

VIDEO: დაუმონტაჟებელი კადრები ბათუმიდან, სადაც ქარიშხალმა შენობებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ