ავტორი:

არის თუ არა კახეთში "კანაფის აბიბინებული პლანტაცია"? - "ჯორჯია ინ ზე ვორლდ" ზვიად კუპრავას პასუხობს

არის თუ არა კახეთში "კანაფის აბიბინებული პლანტაცია"? - "ჯორჯია ინ ზე ვორლდ" ზვიად კუპრავას პასუხობს

შპს-ს “ჯორჯია ინ ზე ვორლდ“ წარმომადგენელის ილია ჩხიკვაძის განცხადებით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში დასეთილია მცენარე კენაფი, რომელიც კანაფი არ არის და კანაფთან არაფრით დაკავშირებული არ არის.

აღნიშნული განმარტებით ილია ჩხიკვაძე უფლებადამცველ ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, კახეთში “კანაფის აბიბინებული პლანტაციაა“ გაშენებული.

“ჯორჯია ინ ზე ვორლდის“ წარმომადგენლის თქმით, შაქრიანში კენაფი მოჰყავთ, რაც არის აბსოლუტურად ლეგალური საქმიანობა. “კენაფი, იგივე Hibiscus cannabinus არის ბალბისებრთა და არა კანაფისებრთა ოჯახის მცენარე და კანაფს არც კი ენათესავება. კომპანია “ჯორჯია ინ ზე ვორლდ“ იაპონელ ინვესტორებთან ერთად ახორციელებს პროექტს. კენაფი არის ბოჭკოვანი მცენარე, რომლის გამშრალი ღეროებიდან ცელულოზა და ლიგნინი მიიღება. მათზე კომპანიას აქვს დაკვეთა და მცენარისგან მიღებული ნედლეული საექსპორტოდ გადის. ცელულოზა და ლიგნინი მრეწველობაში გამოიყენება. კენაფის მოყვანა არის აბსოლუტურად ლეგალური. აქ სახელმწიფო იმგვარად ჩაერია, რომ მცენარე შეამოწმა და ფიტოკონტროლის პროცედურები განახორციელა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ილია ჩხიკვაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო