ავტორი:

ავღანეთში ოქროს მომპოვებელი შახტის ჩამონგრევის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ოქროს მომპოვებელი შახტის ჩამონგრევის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით ოქროს მომპოვებელი შახტის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „Sky News Arabia“ იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, ტრაგედია კოხისტანის რაიონში მოხდა, რომელიც ბადასანის პროვინციაში მდებარეობს. მიწის ზედაპირზე 15 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, რომელთაგან უმეტესობამ ტრავმები მიღო და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ვარაუდობენ, რომ მიწის ქვეშ კიდევ არიან ჩარჩენილები.

შახტში ჩამონგრევას ძლიერ თოვლს უკავშირებენ, რომლის მსხვერპლი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ოქროს უკანონოდ მოიპოვებდნენ. თოვლის სიმძიმეს საფარმა ვერ გაუძლო და ამ ადამიანების მირ გათხრილი გვირაბი მიწამ ამოქოლა. პროვინციაში უკვე სამი დღეა ძლიერად თოვს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"