ავტორი:

"დათოვლილი ეზო სისხლით იყო მორწყული, გარდაცვლილები სისხლისგან დაიცალნენ" - ვინ არის ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული

"დათოვლილი ეზო სისხლით იყო მორწყული, გარდაცვლილები სისხლისგან დაიცალნენ" - ვინ არის ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული

2 იანვარს, ბედობას, დაბა თიანეთში მძიმე დანაშაული მოხდა - მოკლულია ორი ადამიანი, ერთმა კი, მძიმედ დაჭრილმა 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილმა, თიანეთის საავადმყოფოში მისვლა შეძლო. ექიმი ალექსანდრე გორდელაძე ამბობს, რომ დაჭრილი ნასვამი იყო: "მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრისა და ლავიწის ძვლები. პაციენტი მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ კი არაფერი უთქვამს, არც ის უთქვამს, რა შეემთხვა". დაჭრილი თიანეთის საავადმყოფოდან რეანიმობილით თბილისში წამოიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

როგორც ირკვევა, იმ საღამოს 57 წლის ოლეგ შუშანაშვილის სახლში საახალწლო სუფრა იყო გაშლილი. სავარაუდოდ, იქ იყო ხარაგაულელი ლადო ოქრომჭედლიძე, რომელიც რამდენიმე თვეა, მეუღლესა და შვილებთან ერთად თიანეთში ჩავიდა საცხოვრებლად. ლადოს მეუღლე, ექიმ-გინეკოლოგი ლანა პავლაძე, ჯანდაცვის სამინისტრომ "მთის განვითარების" პროექტის ფარგლებში თიანეთის საავადმყოფოში მიავლინა. წყვილს ტყუპი ბიჭი ჰყავს. ოჯახმა თიანეთში, საავადმყოფოსთან ახლოს, ბინა იქირავა. ლადო ოქრომჭედლიძემ მეზობლად მცხოვრები ოლეგ შუშანაშვილი გაიცნო და, სავარაუდოდ, ოლეგმა იგი სახლში მიიპატიჟა. ალბათ, მასთან იყო სიკვდილს გადარჩენილი ნუგზარ აბრამიშვილიც.

ჯერჯერობით დაუდგენელია, მამაკაცებს შორის ჩხუბი სუფრასთან დაიწყო თუ არა. ორივე მოკლული შუშანაშვილის ეზოშია ნაპოვნი. თვითმხილველების თქმით, ცხედრები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიწაზე ეყარა. 28 წლის ლადო ოქრომჭედლიძეს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული, ოლეგ შუშანაშვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

ნუგზარ აბრამიშვილის რენტგენის სურათით ირკვევა, რომ მას საფანტის ტყვია ესროლეს. ექსპერტიზა დაადგენს, იმავე იარაღით მოკლეს თუ არა ოლეგ შუშანაშვილიც.

თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუფრა შუშანაშვილის სახლში 4 პირზე იყო გაშლილი და სავარაუდოდ, მკვლელიც მე-4 ადამიანი უნდა ყოფილიყო. შსს-მ 7 იანვარს ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ვინ არის ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული?

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია 32 წლის დათო პატურაშვილი. იგი თიანეთის სოფელ ევჟენტში დაიბადა და გაიზარდა, მას თიანეთის ცენტრში ბინა ჰქონდა და იქ ცხოვრობდა. პატურაშვილს ჰყავს მეუღლე და შვილები. ჩვენი ინფორმაციით, ის იცნობდა მოკლულებს და დაჭრილ ნუგზარ აბრამიშვილთან მეგობრობდა. როგორც ჩანს, ბედობის ღამეს შუშანაშვილის სახლში გაშლილ სუფრასთან ისიც იჯდა...წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს