ავტორი:

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა.

ეს კი ნიშნავს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ.

სებ-ის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც არ ექნება მოქალაქეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დებულებაში მსესხებლის შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელს შორის არსებული სხვაობაც არის განსაზღვრული, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც პირი სესხის აღებას ვერ შეძლებს. კერძოდ, დებულების თანახმად, მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა სესხის გაცემის თარიღისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს.

ცნობისთვის, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ დებულებით დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა. ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო