ავტორი:

ქეთა თოფურია პუტინის არომატით - "გმადლობთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ"

ქეთა თოფურია პუტინის არომატით - "გმადლობთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ"

სუნამო, რომლის შექმნის შთაგონების წყარო ვლადიმერ პუტინია, რუსეთში კიდევ ერთხელ გამოუშვეს. ბრენდის Leaders დამაარსებლის მაქსიმ ფომიჩიოვის თქმით, ახალი სუნამო რუსეთის პრეზიდენტს ეძღვნება.

პირველი სუნამო კომპანიამ 2015 წელს გამოუშვა, ლიმიტირებული რაოდენობით. მოგვიანებით კი ფომიჩიოვს გაუჩნდა იდეა, გაეფართოებინა ბრენდი და სუნამო ქალებისთვისაც შეექმნათ.

კომპანიის დამაარსებლის თქმით, თავდაპირველად პარფიუმერიას აწარმოებდნენ მეფეებისთვის, იმპერატორებისთვის, გავლენიანი ადამიანებისთვის და იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.

სუნამო The Leaders Number One საფრანგეთში შეიქმნა პარფიუმერის ვლად რეკუნოვის დახმარებით, რომელიც წარმოშობით ბელორუსიდან არის. ბოთლი, რომლის დიზაინი პოლონეთში შექმნეს, იტალიაში დამზადდა.

ფომიჩიოვი ფიქრობს, რომ სუნამოს შესახებ ვლადიმერ პუტინმა აუცილებლად უნდა შეიტყოს, რადგან ეს "სუნამოზე მეტია და მისი მოხმარებით მოქალაქეები პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ" :

„სუნამო განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ კარგი სურნელი ჰქონდეს და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს პრეზიდენტს".

სუნამო, როგორც ირკვევა, ცნობილ ადამიანებს საჩუქრად გაუგზავნეს. მათ შორის არის ქეთა თოფურიაც - მომღერალმა „ინსტაგრამზე“ განათავსა სუნამოს ფოტო, სახელწოდებით „გმადლობთ, ვ.ვ.“ [ვლადიმერ ვლადიმეროვიჩო].

ნახეთ ვიდეო : "მადლობა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს" - პუტინისთვის მიძღვნილი სუნამო საჩუქრად ქეთა თოფურიას

მედიის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა სუნამოს შესახებ არაფერი იცის. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ პუტინის სახელის გამოყენების თაობაზე კომერციული მიზნებისთვის ნებართვა არ გაუციათ.

Leaders-ის სუნამოს შეძენა იბეიზე 245 დოლარად არის შესაძლებელი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ