ავტორი:

შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარედ პატრული დაჭრეს

შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარედ პატრული დაჭრეს

7 იანვარს, შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს", - განუცხადეს Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო