ავტორი:

ზურაბ ჯაფარიძეს სახელი შეუცვალეს და დღეს შემთხვევით გაიგო : "საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა?"

ზურაბ ჯაფარიძეს სახელი შეუცვალეს და დღეს შემთხვევით გაიგო : "საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა?"

ზურაბ ჯაფარიძეს სახელი შეეცვალა და ამის შესახებ დღეს შემთხვევით შეიტყო.

„სახელის შეცვლაზე რომ შევიტანე განცხადება ხომ გახსოვთ? მითხრეს რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში „გირჩი“-ს ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ. არავინ შემომხმიანებია.

8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი რომ დასრულდა პროცედურა. რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე რომ განცხადება გააუქმეს.

დღეს დამჭირდა კატოსთვის რაღაც საბუთის გაკეთება იუსტიციის სახლში. მომთხოვეს ჩემი პირადობა. მივაწოდე. გაუქმებულიაო. სახელი გაქვთ შეცვლილიო და გამიხვრიტეს.

როგორც გავარკვიე, 8 ოქტომბრის შემდეგ ‘ზურაბ გირჩი ჯაფარიძე’ ვარ.

ეს ოკ , მაგრამ:

28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? ვის მისცა ხმა 36,000-მა ადამიანმა? იქნებ დაიბნა ხალხი, „ზურაბ გირჩი“-ს ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?“ - წერს ჯაფარიძე.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ცესკო საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის სახელით არ არეგისტრირებდა და ამიტომ საკუთარი სახელის შეცვლას გეგმავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, მიზეზად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონში არსებული ნორმები დაუსახელა, რომლის თანახმადაც, პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატად რომ დაესახელებინა, არჩევნებში რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო.

„შესაბამისად, "გირჩი" ნახსენები ბიულეტენში არ იქნება, აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის ის, რომ სახელი შევიცვალო და ჩავიმატო ე.წ შუა სახელი და გავხდე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და შესაბამისად, ამ გზით სიტყვა "გირჩი", რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოხვდება ბიულეტენში,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მოგვიანებით კი მან ასევე „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ აღარ მოუწევდა სახელის შეცვლა და მასში გირჩის დამატება, იმისთვის რომ საარჩევნო ბიულეტენში „გირჩი“ ჩაწერილიყო.

“ცესკო-მ გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო დღეს დაადგინა. მადლობა რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ გირჩი იქნება საარჩევნო ბიულეტენში როგორც დაგპირდით და მეც დავრჩები ზურად”,- წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები