ავტორი:

ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ოლიმპიადის - BC Challenge2019 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ოლიმპიადის - BC Challenge2019 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

დაკო ლომიძე - ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

„როგორც მოგეხსენებათ, BC Challenge წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, რომელსაც ყოველწლიური სახე აქვს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში.

2019 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია უკვე გახსნილია. წელსაც, ტესტირებები ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა, ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

ოლიმპიადას გააჩნია გამორჩეული საპრიზო ფონდი, კერძოდ ფინალური ტურის საუკეთესო სამეულს გადაეცემა 2500, 2000 და 1500 ლარიანი ფულადი პრემიები. ვთვლით, რომ სტუდენტებისთვის საკუთარი ცოდნით გამომუშავებული საკმაოდ კარგი პრიზებია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება ხდება ოლიმპიადის სამივე ეტაპზე. კერძოდ, სხვადასხვა ტიპის პრიზებით ჯილდოვდებიან ისეთი მონაწილეებიც, რომლებიც ვერ გადალახავენ ტურიდან ტურში გადამსვლელ მინიმალურ ზღვარს, თუმცა იმ კონკრეტულ ტურში დააგროვებენ ქულების მაქსიმალურ რაოდენობას. ასე რომ, ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ისეთ სტუდენტებსაც, ვისაც ჯერ არ აქვთ ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე, თუმცა კარგი შანსი ეძლევათ მოიპოვონ ჩვენთან სწავლის ერთწლიანი დაფინანსებები.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ბრიტანული ცენტრი ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს სთავაზობს სტუდენტური დასაქმების პროგრამას, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება სტუდენტებში, რადგან დღევანდელი თაობა კარგად აანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლასთან ერთად ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და რაც მთავარია, მიიღონ სამსახურებრივი გამოცდილება, რომელსაც შემდეგ, საკუთარი პროფესიით დასაქმებისას, ასე ხშირად სთხოვენ პოტენციური დამსაქმებლები“.

თაკო მჭედლიშვილი, 2016 წლის სეზონის ერთ-ერთი მონაწილე:

„დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი და ვცდილობდი ჩემი სტუდენტური ცხოვრება უფრო აქტიური და საინტერესო გამეხადა ინტერნეტში გადავაწყდი ბრიტანული ცენტრის ოლიმპიადას. მაშინვე დავინტერესდი და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და შემემოწმებინა ჩემი შესაძლებლობები. ოლიმპიადაზე მესამე ტურში გადავედი და მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილი არ დამიკავებია, ბრიტანულმა ცენტრმა მომცა შესაძლებლობა გამევლო გასაუბრება, რის შედეგადაც აღმოვჩნდი ბრიტანული ცენტრის შესანიშნავი კოლექტივის წევრი. ამჟამად, უკვე მესამე წელია ვმუშაობ ბრიტანულ ცენტრში.

სამსახურმა არამარტო ოჯახისგან გარკვეულწილად ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მომცა, არამედ მომცა უდიდესი გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ჯერ კიდევ ვიღებ. აქ მუდმივად განვითარებაა შესაძლებელი, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ენა უყვარს და აინტერესებს. მიხარია, რომ ვარ ბრიტანული ცენტრის თანამშრომელი“.

წლევანდელ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია სრულდება 2019 წლის 1 მარტს. რეგისტრაციის გავლა შესაძებელია ვებ-გვერდზე www.bcchallenge.ge

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის