ავტორი:

თუ გსურთ, რომ არ ჩამორჩეთ 2018 წლის ტენდენციებს, აუცილებლად წაიკითხეთ ბიბლუსი 2018 წლის ბესტსელერი წიგნები

თუ გსურთ, რომ არ ჩამორჩეთ 2018 წლის ტენდენციებს, აუცილებლად წაიკითხეთ ბიბლუსი 2018 წლის ბესტსელერი წიგნები

„ბიბლუსმა“ 2018 წლის ბესტსელერი წიგნები გამოავლინა

არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველი ახალი თვე, ახალი წიგნით, თავგადასავლებითა და ემოციებით იწყება. სწორედ მათთვის, მთელი წლის განმავლობაში, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებდა. მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურა. ბევრისთვის, ეს სია იმის განმსაზღვრელი იყო, თუ რა უნდა წაეკითხათ, და რომელ წიგნზე გაემახვილებინათ ყურადღება.

ამჯერად, „ბიბლუსმა“ მკითხველებისთვის 2018 წლის ყველაზე პოპულარული წიგნები შეაჯამა. ისინი, რომლებიც თვეების მანძილზე ლიდერობდნენ გაყიდვების მაჩვენებლით და მომხმარებლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდნენ. თუ გსურთ, 2018 წელი ნაყოფიერად ჩაითვალოს, წიგნები, რომლებსაც ქვემოთ გიზიარებთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მცირე ანოტაცია, რომელიც მათ ერთვის, წიგნის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ:

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის ათეული:

  • აღიარება ხელისგულზე - ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულს თათული ღვინიანიძეს ეკუთვნის და ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე და ბედნიერებისთვის ბრძოლაზე მოგითხრობთ.
  • მზე, მთვარე და პურის ყანა - თემურ ბაბლუანის პირველი რომანია, რომელიც ერთდროულად ტრილერიცაა, რომანტიკული საკითხავიც და ავტობიოგრაფიაც. თემურ ბაბლუანი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდზე და ადამიანთა ყოფაზე ამ რეჟიმის ქვეშ, კრიმინალურ სამყაროზე ქურდულ წესებზე და ამავდროულად სიყვარულზეც, რომელსაც ყოველთვის, ნებისმიერ გარემოში სიცხადე შეაქვს.
  • სიყვარულის ორმოცი წესი - ელიფ შაფაქის რომანია. ის გიამბობთ, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!
  • ნასესხები სიცოცხლე - ერიხ მარია რემარკის ბესტსელერია. აქ ტრაგიკული სიყვარულის ამბავია აღწერილი. რომანის მთავარი პერსონაჟი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც დარჩენილი ცხოვრების გატარება სამკურნალო დაწესებულებაში არ სურს; სიყვარული მთელს მის ცხოვრებას შეცვლის.
  • აირჩიე სიკეთე - საოცრება - რაქელ პალაციოს რომანმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის ამბავი დეფორმირებული სახის ბიჭზე, რომელიც 10 წლისა პირველად მიდის სკოლაში. თუ რა სირთულეების გავლა მოუწევს პატარა ბიჭს და როგორ მხარდაჭერას მიიღებს ის მისი თანაკლასელებისგან ამას წიგნში შეიტყობთ.
  • გროსმაისტერი - სოფო არდიას ეს რომანი ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ერთი შეხედვით მას ყველა იცნობს, მაგრამ სინამდვილე სრულიად განსხვავებულია.
  • სხვა უდაბნოს საიდუმლო - ია კარგარეთელის ბესტსელერია. მასში ქართველი მწერალი ქალის ეგვიპტეში მოულოდნელობებით სასვე მოგზაურეობაა აღწერილი; მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია.
  • ჯინსების თაობა - 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა. დავით ტურაშვილის რომანში სწორედ ეს ისტორიაა ასახული.
  • ღირსება - ელიფ შაფაქის ეს რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, ერთდროულად რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს _ უდაბნოს მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული და მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ამავდროულად მსხვერპლიც...
  • ჰარი პოტერი - ფილოსოფიური ქვა - პირველი წიგნია ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორი ჯოან როულინგია.

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნების ათეული:

  • ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი - ეს წიგნი ყველაზე ცნობისმოყვარე პატარებისთვისაა, რომლებიც უამრავ კითხვას სვამენ და ჯიუტად მოითხოვენ პასუხებს.
  • წრიპა ბიჭის დღიური - მთელ მსოფლიოშია ცნობილი გრაფიკული რომანების სერიაა. პირველი წიგნი აშშ-ში 2007 წელს გამოვიდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. გრეგ ჰეფლის კომიკურ ისტორიებს თითქმის ყველა ქვეყანაში ინტერესით კითხულობენ, უმეტესად 8-12 წლის ასაკში. წრიპა ბიჭის ამბები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კითხვა ნაკლებად აინტერესებთ;
  • წრიპა ბიჭის და შენი დღიური – ჯეფ კინის ამ წიგნში პატარები ბევრ საინტერესო შეკითხვას იპოვიან და ისეთი გვერდებიც ბევრია, სადაც მათი აზრი უნდა ჩაწერონ. „რაც გინდა, დაწერე, ოღონდ როცა მორჩები, იცოდე, დღიური საიმედო ადგილას უნდა გადამალო“,– წერს ავტორი.
  • წრიპა ბიჭის დღიური 2- როდრიკი უბერავს ჯეფ კინის ცნობილი გრაფილური რომანების სერიის კიდევ ერთი გაგრძელებაა, რომელიც პატარა მკითხველების რჩეულ წიგნად იქცა.
  • საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის - გოგონები უხილავი კალმით ჩაწერილ საიდუმლოს, ოცნებებსა და სურვილებს მხოლოდ ამ ფერადი წიგნს ანდობენ.
  • გულივერის მოგზაურობა - ჯონათან სვიფტის სათავგადასავლო რომანია, რომლის მთავარი გმირი ჯერ ლილიპუტების ქვეყანაში ამოყოფს თავს, მერე კი გოლიათების ხელში ჩავარდება.
  • საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია - ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაგიშლით. აქ მოცემულ ინფორმაციას პატარები ინტერესით გაეცნობიან. შეიძენენ ცოდნას და გულდასმით ჩაიკითხავენ თითოეულ დეტალს.
  • პრინცესა ხუთწუთიანი ზღაპარი - ამ მხიარული ისტორიების კოლექციაში დისნეის ულამაზესი პრინცესები შეიკრიბნენ. თითოეული ზღაპრის წაკითხვას სულ 5 წუთი უნდა.
  • საბავშვო ენციკლოპედია - მოგვითხრობს უახლოეს მიღწევებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.
  • ჯადოსნური ზღაპრის თეატრი - გოგონა და 3 დათვი - ამ წიგნის დახმარებით პატარებს საშუალება ეძლევათ თავად გააცოცხლონ ცნობილი ზღაპარი და მისი გმირები.

10 წლის მანძილზე, ბიბლუსის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი წიგნის პოპულარიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. დღეს, ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის წიგნი, პირველ რიგში, ბიბლუსთან ასოცირდება, ეს კი იმას ნიშნავს რომ კომპანიამ სწორი სტრატეგია აირჩია და სწორად ვითარდება. მიზანი მიღწეულია, ახლა მასშტაბებზე ზრუნავენ. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, ბიბლუსი 61 მაღაზიასა და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს.

ეს არის კომპანია, რომელმაც არსებობის 10 წლის მანძილზე, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს