ავტორი:

როსტოვში, 5000 წლის წინანდელ სამარხში ქართველი გოგოს ნეშთი აღმოაჩინეს - "თამარი მშობიარობას გადაჰყოლია..."

როსტოვში, 5000 წლის წინანდელ სამარხში ქართველი გოგოს ნეშთი აღმოაჩინეს - "თამარი მშობიარობას გადაჰყოლია..."

საქართველოში თითქმის არავინ იცის, რომ როსტოვის მუზეუმში ქართველი ქალის, თამარის ბიუსტი ინახება. საქმე იმაშია, რომ როსტოვის ტერიტორიაზე 5000 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ადამიანის ნეშთია ნაპოვნი, მათ შორის არის ქართველი ქალის ნეშთი. ამბავზე, რომელიც საქართველოში თითქმის არავინ იცის, მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე Ambebi.ge-ს ესაუბრა:

- როსტოვში არის აღმოჩენილი 5000 წლის წინანდელი ადამიანის ნეშთები. იქიდან ერთ-ერთი 25 წლის ქალია. როსტოვის მუზეუმში მისი ნეშთი გამოიკვლიეს და ანთროპოლოგიური კვლევით დადგინდა მისი ქართული წარმომავლობა, ამიტომაც თავის ქალისგან ბიუსტი გააკეთეს და თამარი დაარქვეს. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე საქართველოში არაფერს ამბობენ. როგორც ჩანს, ჩვენები როსტოვში ბარად ჩადიოდნენ. ეს ახალგაზრდა ქალი მეთაფლე აღმოჩნდა. იქ იყვნენ ასევე მესაქონლეები, რომლებსაც თან ბრინჯაოს ნაკეთობები ჰქონდათ, რაც ნიშნავს რომ იმ დროს მეტალურგიას ეწეოდნენ.

- არსებობს ვიდეო, სადაც რუსები თავად საუბრობენ ამ აღმოჩენაზე...

- დიახ... ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ როსტოვის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 5000 წლის წინანდელი სამარხი, სადაც რამდენიმე ადამიანის ნეშთი იპოვეს. ეს სამარხი ეგვიპტის სამარხებზე ძველი აღმოჩნდა! უფრო მეტად ერთი გოგონათი დაინტერესდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ ის 25 წლის ასაკში მშობიარობას გადაყვა. როგორც აღმოჩნდა, გაზაფხულზე კავკასიიდან როსტოვის დაბლობში გადავიდნენ და ეს გოგონა, თამარა ზაფხულში დაიღუპა... სხვები იყვნენ მესაქონლეები, ასევე კარგი მეტალურგები, რადგან ბრინჯაოს დახვეწილი სამკაული აღმოაჩნდათ.

- ბიუსტს თამარი რატომ დაარქვეს?

- მისი ქართული წარმომავლობა დაადგინეს ანთროპოლოგებმა და ამიტომ უწოდეს ქართული სახელი - თამარი. ეს ყორღანი არის ეგვიპტის პირამიდებზე ძველი! ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მტვარ-არაქსის კულტურა უძველესია მსოფლიოში და რომ ის ქართველების კულტურა იყო! რაც ასევე დასტურდება გენეტიკურად-ჰაპლოჯგუფებით და ანთროპოლოგიურად-ბლუმენბახის კვლევებით! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მტვარ-არაქსის კულტურა და თეთრკანიან ევროპეიდელთა საწყისი კავკასიაა და ქართულია! ჩვენთან ვისაც კი უთხარი ამის შესახებ, არავინ იცოდა, მეცნიერებზე მაქვს საუბარი! არადა 30 ნეშთი იპოვეს და ყველა ქართველი, კავკასიელი… სამკაულებიც და კერამიკული ნაკეთობაც კავკასიურია!

- რატომ გაქვთ ეჭვი, რომ თამარი თუში იყო?

- იმიტომ რომ თუშეთი პირიქითა-ჩრდილო კავკასიაა და ყველაზე ახლოსაა მაგ სამარხებთან! და რაც მთავარია ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მტკვარ-არაქსის კულტურიდან ისაზრდოება მაიკოპისა და იამნაიას კულტურები და არა პირიქით, როგორც ამის წარმოჩენასაც ცდილობენ ზოგირთი რუსი ვაი-მეცნიერები.

ვიდეო, სადაც რუსები როსტოვში აღმოჩენილ სამარხზე საუბრობენ

"ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია... ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს" - თეა გოდოლაძე აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

"დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია" - რას წერს კახა კალაძე კლინიკიდან?