ავტორი:

ლას-ვეგასის პოლიცია რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს - ვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ ფეხბურთელს

ლას-ვეგასის პოლიცია რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს - ვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ ფეხბურთელს

ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს. რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, საქმის გამოძიებისთვის კი პოლიციის ცნობით, საჭიროა დნმ-ის ანალიზი.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, მოთხოვნა უკვე გაეგზავნა იტალიის სასამართლო სისტემას. „იუვენტუსის“ ფორვარდი 2009 წელს ლას ვეგასის სასტუმროში კეტრინ მაიორგას მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში თქვა, რომ რონალდუმ ის ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გააუპატიურა. ქალი ამტკიცებდა, რომ რონალდუმ ის ძალის გამოყენებით გააუპატიურა.

რონალდუ „რეალ მადრიდიდან“ „იუვენტუსში“ ივლისში გადავიდა, მას არაერთხელ აქვს მიღებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე