ავტორი:

გრიპის შემთხვევები იკლებს - იაშვილის კლინიკის დირექტორი ავადობის სტატისტიკაზე

გრიპის შემთხვევები იკლებს - იაშვილის კლინიკის დირექტორი ავადობის სტატისტიკაზე

როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებადია, - ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებებით მიმართვიანობის სტატისტიკაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს.

„დეკემბრის ბოლო კვირას ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას 20 პაციენტი. მომართვიანობა, ჰოსპიტალიზაცია და გართულებით მიმდინარე შემთხვევები იანვრის პირველ კვირას ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვანია - მძიმე შემთხვევების რაოდენობამ ანუ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არ შეცვლილა და 3 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანთან დადგენილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან კი გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორ მათგანს ხვალ გადავიყვანთ კრიტიკული მედიცინის ექიმების კონტროლიდან. ერთი კი გააგრძელებს მკურნალობას.

დღეს დილით იაშვილის კლინიკაში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილია გრიპის და გრიპის მაგვარი დავადებების კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. პირიქით, როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით შემთხვევები ნაკლებია,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მონაცემები მკვეთრად გაზრდილია. გასულ წელს ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა A გრიპის არ ყოფილა. წელს კი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა A გრიპის ვირუსის უკვე 52-ია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ