ავტორი:

ზაზა სარალიძის კომენტარი მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მოზარდი გაათავისუფლეს

ზაზა სარალიძის კომენტარი მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მოზარდი გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიება იმიტომ შეეცვალა, რომ 19 იანვარს პატიმრობის ექვსთვიანი ვადა ეწურებოდა. ამის შესახებ სარალიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

"19 იანვარს პატიმრობის ვადა ეწურებოდა, რაღა რჩებოდა - ორი-სამი დღე. ამის გამო გაათავისუფლეს და შეუფარდეს გირაო, თუმცა პროცესები გაგრძელდება, იმიტომ რომ, როგორც ვიცი, ბოლომდე მოწმეები ვერ დაკითხეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

VIDEO: როგორ გამოჰყავთ სასამართლოდან არასრულწლოვანი, რომელიც ხორავას საქმეზე იყო დაკავებული - დ.ღ-ს შეხვედრა ახლობლებთან

აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ ბავშვი, ეს 6 თვე არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო, აქამდეც შეიძლებოდა გირაოთი გაეშვათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლონტმა მისი შვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს და დ.ღ. უდანაშაულოა.

„ადრე თუ გვიან, მაინც ველოდებოდი გათავისუფლებას, უნდა გაეშვათ.

რაც შეეხება, დღევანდელ გადაწყვეტილებას, არასრულწლოვნები უკვე დაიკითხნენ და ამის გამო გაათავისუფლეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროცესები გაჩერდება", - განაცხადა ღლონტმა.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ივლისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს