ავტორი:

"გუნდში გვექნება მსჯელობა" - რას ამბობს კახა კალაძე ეკა ბესელიაზე

"გუნდში გვექნება მსჯელობა" - რას ამბობს კახა კალაძე ეკა ბესელიაზე

მე ვისურვებდი, ვიდრე გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - მივა თუ არა ვითარება ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვამდე.

კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, მმართველ პარტიაში კონკრეტულ საკითხზე ყველას ერთნაირი მოსაზრება არ ჰქონდეს, შესაბამისად, შექმნილ ვითარებაზე პარტიის შიგნით მსჯელობა გაიმართება.

„ჩვენ გუნდში გვექნება მსჯელობა. მე, ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ თუ რაიმე უთანხმოებაა, რაღაც გაურკვევლობაა კონკრეტულ საკითხებზე, შესაძლოა, ეს ნორმალურიც იყოს, როდესაც უმრავლესობის ამხელა შემადგენლობაა ყველა საკითხზე შეუძლებელია იყოს ერთიანი ხედვა, თუმცა, ვისურვებდი, რომ ვიდრე გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა, რაღაცაზე ვერ შევთანხმებულიყავით, შესაძლოა, პირიქით, შევთანხმებულიყავით, ამიტომ, ჩემთვის, გარეთ საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე მიესალმება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს ეხება. კალაძის თქმით, მოსამართლეთა შესარჩევად აუცილებელია შემუშავდეს შესაბამისი კრიტერიუმები.

„ზოგადად, პრინცინებსა და მიდგომებს მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პარლამენტის თავმდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის. ზოგადად, განცხადებები, რაც მოვისმინეთ, რაზეც პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, მივესალმები. რა თქმა უნდა, უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც მოხდება მოსამართლეების არჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლოს რეპუტაცია არის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, 2012 წლის მერე იყო წინ გადადგმული ნაბიჯები. არის მნიშვნელოვანი წინსვლა, თუმცა თუ მკითხავთ, ვარ თუ არა კმაყოფილი, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ - არა. თუ მკითხავთ, რომ უკეთესია იმაზე, ვიდრე იყო 2012 წლამდე, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია და ამაზე მეტყველებს გამოტანილი გადაწყვეტილებების სტატისტიკა. ცხადია, ამ მიმართილებით დიდი წინსვლაა", - განახადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები