ავტორი:

"იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გავხდი" - როგორ იხსენებს ნუცა თოფურია ემოციურ წუთებს, როდესაც პროექტში ვეტომ დატოვა

"იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გავხდი" - როგორ იხსენებს ნუცა თოფურია ემოციურ წუთებს, როდესაც პროექტში ვეტომ დატოვა

ნუცა თოფურია "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი გოგონა კონკურსანტია, რომელიც პროექტში მონაწილეობს. გასულ ლაივ-კონცერტზე ის შოუდან გაშვების კანდიდატი იყო, თუმცა "რუთავი 2"-მა ვეტოს უფლება გამოიყენა და ნუცა კონკურსში დარჩა. ეს იყო პირველი ვეტო, რაც "მხოლოდ ქართულში" ამ სეზონზე გამოიყენეს.

როგორ გრძნობს თავს შოუში დარჩენილი ნუცა თოფურია და რა მოლოდინი აქვს შემდეგი ლაივ-კონცერტისთვის, ამაზე Ambebi.ge-ს თავად ესაუბრა:

- საოცარი იყო ეგ დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ასე დაიწყო: დილას ფილარმონიაში მივედი და შოუს სამზადისში ჩავერთე, ერთი წუთიც კი არ მქონდა თავისუფალი იმიტომ, რომ ლაივის წინ მთელი დღე კონცერტისთვის ვემზადებით ხოლმე, ბევრი საქმე გვაქვს. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ გაციებულიც ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა, ყელი ჩახლეჩილი მქონდა, მტკიოდა, რამაც ნამღერზეც იმოქმედა... მოკლედ, ჩვეულ ფორმაში არ ვიყავი. თან, იმდენი წამალი მივიღე, მგონი, იმანაც თავისებურად იმოქმედა და რაღაცები ისე ვერ გავაკეთე, რასაც რეპეტიციებზე ვაკეთებდი. საბოლოოდ, 7 იანვრის ლაივით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი.

- ლილიკო ნემსაძის ძალიან ცნობილი სიმღერის "თბილისის მზეს" შესრულება მოგიხდა, რომელიც მაყურებელმა ანსამბლ "ფორტეს" შესრულებით იცის. მგონი, პირველად და პირველმა იმღერე მისი სოლო ვარიანტი. არ იყო რთული?

- თავიდან სხვა სიმღერა მქონდა, მერე შევცვალეთ. რომ გავიგე, ეს უნდა მემღერა, ძალიან გამიხარდა, რადგანაც ყველასთვის ცნობილია და მეც მიყვარს. სწორად აღნიშნეთ, პირველად სრულდებოდა მისი სოლო ვარიანტი. ამიტომ შევეცადე კარგად მემღერა, ვცდილობდი ყველანაირად გამეთავისებინა და რაღაცები საკუთარ თავშიც და სიმღერაშიც მეპოვა.

- ჟიურის შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, ყველას მოეწონა...

- კი, მარინა ბერიძემ 10-იანი რომ დამიწერა, ყველაზე მაგარი ეს იყო, მაგრამ მე ხომ კარგად ვიცი, რომ ისეთი ნამღერი არ იყო, რომელშიც უმაღლეს 60 ქულას დამიწერდნენ? მივიღე 55 და მარინა ბერიძის შეფასებით, გულწრფელად კმაყოფილი ვარ. თუმცა წინა ტურზე ჟიურისგან 60 ქულა დავიმსახურე. აი, იქ კი ნამდვილად ვიყავი ნუცა თოფურია. ჟიურის შეფასებით კმაყოფილი ვარ - 55 ქულა არ არის ცუდი. გიორგი გაბუნიამ თქვა, ნუცამ პროექტის განმავლობაში ფერი იპოვაო. არც ეს იყო ცუდი.

- როდესაც გაირკვა, რომ შენ უნდა დაგეტოვებინა პროექტი, რას ფიქრობდი იმ წუთებში?

- იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გახვდი. ემოცია არ მქონდა. აუტსაიდერებში ერთხელაც ვიყავით მე და ვიოლეტა - მაშინაც საერთოდ უგრძნობი გახლდით. რა თქმა უნდა, ამაღელვებელი მომენტია, როდესაც კულმინაციაა და კონკურსანტის პროექტიდან გაგდების სცენაა. მოკლედ, ვერც მოვედი აზრზე, რა მოხდა.

- და როდესაც დაინახე ნიკა გვარამია სცენაზე, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა შენს გადსარჩენად, მაშინ რა მოხდა?

- ჯერ მე და გუგა რომ ვიყავით აუტსაიდერებში, ეგ იყო ყველაზე რთული გადასატანი. გუგა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, რომ წარმოვიდგინე, უნდა გავარდნილიყო, ვინერვიულე. ჰო, მირჩევნია, მე გავვარდე, ვიდრე სხვაზე ასე ვინერვიულო... გულწრფელად გეტყვით, რომ გამოაცხადეს, გადარჩაო, ისე გამიხარდა, ვაპირებდი ყველასთვის მიმემართა და მადლობა გადამეხადა... მერე უცებ დავინახე, სცენისკენ ნიკა გვარამია მორბოდა, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ რომ გამოვიდა და დაიწყო, მაშინაც ვერ მივხდი, რა მოხდა. რადგანაც ესეც განსაკუთრებული რამ არის, როცა შენზე ვეტოს იყენებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და თან, პირველი ვეტო იქნა გამოყენებული ამ სეზონზე.

- რა შეიცვალა ვეტოს შემდეგ, პროექტში რომ დარჩი...

- ჩავდექი ჩვეულ რეჟიმში, ისევ გადაღებები, რეპეტციები, მუშაობა და მზადება ნახევარფინალისთვის. ახლა სიმფონიურ ორკესტრთან (ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით) უნდა ვიმღეროთ. ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა. ვასრულებთ მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის ტექსტზე შესრულებულ სიმღერებს. ვაჟა აზარაშვილის "გზები გზები" შემხვდა.

- რა მოლოდინი გაქვს?

- ამ ყველაფრის შემდეგ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნეტავ, ახლავე იყოს ლაივი, რომ გავიდე და ვიმღერო. ყველა ერთად შეგვკრიბეს და ეს სიმღერა რომ მითხრეს, სიხარულისგან შევკივლე. ამ ლაივის დიდად ველი, ერთი სული მაქვს, როდის შევასრულებ, მართლა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამ პროექტით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ყირაზე დადგა. "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ" - ეს დამოკიდებულება "მხოლოდ ქართულით" შეიცვალა. ეს პროექტი ჩაენაცვლა ყველაფერს და ახლა ჩემს ცხოვრებაში "მხოლოდ ქართულია".

ამ პროეტქმა კიდევ ყველაზე დიდი რაც მომიტანა, ეს ხალხის სიყვარულია, ქუჩაში რომ მივდივარ უყურადღებოდ არავინ მტოვებს, ყველა მიღიმის. ხალხის უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის ყველას დიდი მადლობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ