ავტორი:

"დღის საუკეთესო ამბავია, იმედია, ბევრი მოგბაძავთ" - ქუთაისელმა ბიჭმა საკუთარ ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა

"დღის საუკეთესო ამბავია, იმედია, ბევრი მოგბაძავთ" - ქუთაისელმა ბიჭმა საკუთარ ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა

ქუთაისელ ონისე მელქაძეს თავისი ძაღლი იმდენად უყვარს, რომ დაბადების დღე გადაუხადა და მეგობრებიც დაუპატიჟა. ბიმის, რომელიც 3 წლის გახდა, საკუთარი გამოსახულებით ტორტიც კი ჰქონდა. წვეულების ამსახველი ფოტოები ონისემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ბიმი და მისი მეგობრები, ჯერ ბავშვები დავაჯინეთ და მერე დიდები დავჯდებით სუფრასთან", - წერს ონისე ფოტოების აღწერაში.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრონი საყვარელი ცხოველის იუბილეს აღნიშნავს. ფოტოებს უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი აქვს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს