ავტორი:

რა დევს ანუკი არეშიძის ჩანთაში - დიზაინერი რუსული Vogue-ის ობიექტივში

რა დევს ანუკი არეშიძის ჩანთაში - დიზაინერი რუსული Vogue-ის ობიექტივში

საღეჭი რეზინი, ლეიკოპლასტირი, კოსმეტიკა - რუსულენოვანი Vogue დაინტერესდა, რა დევს ანუკი არეშიძის ჩანთაში, ვიდეო გამოცემის Youtube არხზე გუშინ განთავსდა.

თბილისის მერის ცოლის ჩანთაში ყოველდღიურად დევს ორი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ერთს სამსახურისთვის, მეორეს კი - ოჯახთან ურთიერთობისთვის იყენებს.

მისთვის განუყრელი ნივთებია, ასევე, ფოტოკამერა და ბრენდის Celine მზის სათვალე.

ვიდეოში დიზაინერი ამბობს, რომ ხშირად ავიწყდება დაგეგმილი ღონისძიებების თუ შეხვედრების შესახებ და ამიტომ, მუდმივად აქვს თან ბლოკნოტი, სადაც ყველაფერს ინიშნავს.

VIDEO: ნივთები, რომელთა გარეშეც ანუკი არეშიძე სახლიდან არ გადის

ცხადია, ანუკის ჩანთაში ყოველთვის დევს სარკე, რომელიც, მისი თქმით, „პრინცესას სარკეს“ ჰგავს და კოსმეტიკური საშუალებები - სახისა და ხელის კრემები, MAC-ის წითელი ტუჩსაცხი, შანელის თვალის ტუში, ასევე - კოლაგენის აბები და თვალის წვეთები, გადაღლილობის მოსახსნელად.

იმის გამო, რომ ანუკის დღის განმავლობაში ძალიან ბევრი სიარული უწევს ფეხით, მუდმივად აქვს თან ფეხზე დასაკრავი ლეიკოპლასტირი.

მერის ცოლის ჩანთაში, ასევე, ყოველთვის დევს საღეჭი რეზინი.

კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ანუკი მუდმივად ატარებს თან, არის სამახსოვრო ბარათი სამშობიაროსგან, რომელზეც მისი უმცროსი შვილის, ნიკოლას დაბადების თარიღი წერია.

"ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება"

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი