ავტორი:

რას ამბობს სერგეენკო თებერვალში მოსალოდნელი გრიპის ვირუსის პიკის შესახებ

რას ამბობს სერგეენკო თებერვალში მოსალოდნელი გრიპის ვირუსის პიკის შესახებ

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლივობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს. გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო კი 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ