ავტორი:

გიორგი გაბუნიას "დაბულინგებული" კონკურსანტი თუ საქციელი, რომელმაც პროექტის დატოვება განაპირობა - რა მოხდა "მხოლოდ ქართულში"?

გიორგი გაბუნიას "დაბულინგებული" კონკურსანტი თუ საქციელი, რომელმაც პროექტის დატოვება განაპირობა - რა მოხდა "მხოლოდ ქართულში"?

"მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალური შოუ შედგა, რომლის შემდეგაც კონკურსში 4 კონკურსანტი დარჩა. პროექტს გიორგი ნარმანია გამოეთიშა. ფინალში გამარჯვებისთვის 4 მონაწილე იბრძოლებს. ხალხის რჩეული კვლავ გიორგი კელაპტრიშვილია, რომელმაც საოცრად შეასრულა სიმღერა "ჰერიო ბიჭებო".

მონაწილეები სცენაზე პოეტების - მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ასრულებდნენ. კონკურსანტებთან მოსამზადებელ პერიოოდში ნიკოლოზ რაჭველი მუშაობდა და კონკურსანტებს ლაივის დღეს სწორედ ნიკოლოზ რაჭველის ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოუხდათ მღერა. ნიკოლოზ რაჭველი მათთან მუშაობით უკმაყოფილო არ არის, ამბობს, რომ საბოლოოდ რთულ ამოცანას გაუძლეს, თუმცა ორკესტრთან სიმღერის შესრულება არ არის ადვილი და ყველამ იდეალურად ვერ აუღო ალღო. ამიტომ შესაბამისი შედეგებიც დაიდო. ნიკოლოზ რაჭველი საფინალო შოუზეც მათთან ერთად იქნება და კონკურსანტებს ორკესტრთან ისევ მოუწევთ სცენაზე დგომა, რთული ამოცანის დაძლევა.

გუშინდელი ლაივის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი აღმოჩნდა, არა რომელიმე კონკურსანტის ნამღერი, თუ გიორგი კელაპტრიშვილის საოცარ შესრულებას არ ჩავთვლით, არა შოუში შემოსული რეკორდული ზარების რაოდენობა (183.000) არამედ ის, როდესაც ჟიურის ყველაზე სკანდალურმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ, კონკურსანტ გიორგი ნარმანიას ნამღერის შეფასებისას ქულის დაწერა თავად გიორგის მიანდო. კონკურსანტმა საკუთარ თავს 10-იანი დაუწერა, რაც მარინა ბერიძის გარდა, ჟიურის სხვა წევრებმა მოიწონეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ გაბუნიას ამ საქციელით კონკურსანტი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ ხელიდან გაუშვა ღირსეულად მოქცევის შანსი, რამაც მის საბოლოო შეფასებასა და ქულათა რაოდენობაზე სერიოზულად იმოქმედა და დაატოვებინა კიდეც საბოლოოდ პროექტი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს