ავტორი:

რომელ საათზე გიღიმით ბედი ყოველდღე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელ საათზე გიღიმით ბედი ყოველდღე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ბუნებაში არის განსაკუთრებული დრო, როდესაც თითოეული ადამიანი ამ პერიოდში გამოირჩევა განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა და პროდუქტიულობით. თუ გინდათ, მეტად წარმატებული იყოთ, გაიგეთ თქვენი წარმატების საათები. ამის გაგება კი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის შესაძლებელი. ვერძი

ვერძისთვის პროდუქტიულობის პიკი ღამის საათებზე მოდის. ამ დროს ისინი ყველაზე კარგად აზროვნებენ, იმახსოვრებენ ბევრ ინფორმაციას ან გენიალურ იდეები მოსდით თავში. ცეცხლის სტიქია მათ ავსებს ენერგიით და დილის 5 საათამდე აქტიურობაში ეხმარება. ეს პერიოდი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

კურო

საუკეთესო დრო ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღის საათებია. ისინი ადრე დგებიან და თითქმის ყოველთვის მხნედ არიან. მათი კომუნიკაბელურობა მაღალ დონეზეა და ეს პერიოდი საღამოს 19 საათამდე გრძელდება. მათ მიერ დღის განმავლობაში დადებული გარიგებები და ხელშეკრულებები კარგ შედეგს იძლევა. ასევე, დღისით დანიშნული პაემანი წარმატების შანსს ზრდის.

ტყუპი

ორბუნებოვან ნიშანს ბუნებამ წარმატებებისთვის დღის მეორე ნახევარი უბოძა. გემრიელი სადილის შემდეგ მათთვის მეორე სუნთქვა იხსნება, გრძნობენ ძალების მოზღვავებას. შეუძლიათ მთების გადადგმა, უამრავი სამუშაოს გაკეთება, ასევე იღბლიანი იქნება ამ პერიოდში საქმიანი მივლინებების შედეგი. მათთვის საუკეთესო დროა 12-დან 17 საათამდე პერიოდი.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის საუკეთესო თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად დილისა და საღამოს საათებია. მათი ქარიზმა ამ პერიოდებში ძლიერდება და ადამიანები უფრო ადვილად იჯერებენ მათ ნათქვამს. დილის 10 საათამდე ამ ნიშნის წარმომადგენლების დარწმუნების უნარი უმაღლეს დონეზეა. 21 საათის შემდეგ კი მშვიდობისმყოფელის როლს ირგებენ და სწრაფად პოულობენ გადაწყვეტილებებს ყველა მნიშვნელოვანი საქმისთვის...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს