ავტორი:

რუსმა ქალმა შეყვარებული დანით დაჭრა, მსხვერპლმა კი სასამართლოზე ხელი სთხოვა

რუსმა ქალმა შეყვარებული დანით დაჭრა, მსხვერპლმა კი სასამართლოზე ხელი სთხოვა

მამაკაცმა, რომელსაც შეყვარებულმა დანა 13-ჯერ დაატყა, სასამართლოს სთხოვა, ქალი არ დაეპატიმრებინათ, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. შემთხვევა რუსეთში მოხდა.

პროკურორ აირატ ბიკმურზინის თქმით, მამაკაცი, სახელად შაკური დანით თავდასხმის შედეგად სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მოახერხა, ქალს გაქცეოდა.

როდესაც ქალი დარბაზში სასამართლოს წინაშე წარდგა, შაკურმა მას ხელი სთხოვა.

„ბრალდებულმა კრიმინალური განზრახვა მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანა სისრულეში, რომ მსხვერპლმა შეძლო გაქცევა და სამედიცინო დახმარების დროულად მიღება,“ - განაცხადა პროკურორმა.

მამაკაცს მიყენებული ჭრილობების გამო სამი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში ყოფნა დასჭირდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 6 წლამდე პატიმრობას მოითხოვს. ქალი აღიარებს, რომ მამაკაცი დაჭრა, თუმცა ამბობს, რომ მისი მოკვლა არ სურდა და ინციდენტის დროს ნასვამი იყო.

რამ გამოიწვია წყვილს შორის დაპირისპირება, უცნობია.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ