ავტორი:

27 000 ლარამდე შემოსავალი 2 თვეში და აქციები სხვადასხვა კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

27 000 ლარამდე შემოსავალი 2 თვეში და აქციები სხვადასხვა კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც ამ პოსტს 2018 წლის 9 ნოემბრიდან იკავებს. ცნობისთვის, მიქავას მანამდე ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა.

2019 წლის 10 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიქავა ფლობს 89 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2018 წელს აქვს შეძენილი 130 000 დოლარად. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი Toyota Rav 4.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის საკუთრებაშია: iShares PHLX Semiconductor ETF-ს აქციები, რომელიც 2018 წელს 56 824,02 დოლარად შეიძინა; Intel Corporation-ს აქციები, რომლებშიც გასულ წელს 5 710,82 დოლარი აქვს გადახდილი; Broadcom Inc-ს 2018 წელს 3 296,15 დოლარად შეძენილი აქციები; Taiwan Semiconductor Manufacturing-ს აქციები, რომელიც ასევე 2018 წელს აქვს 1 901,79 დოლარად შეძენილი და გასულ წელს 1 261,22 დოლარად შეძენილი ProShares UltraPro QQQ-ს აქციები. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო