ავტორი:

პრემიერი კახა კალაძის კომენტარზე - "...იუმორი არის ძალიან კარგი"

პრემიერი კახა კალაძის კომენტარზე - "...იუმორი არის ძალიან კარგი"

"თქვენი კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რამდენად ეთიკურია თბილისის კახა კალაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერი "ლევან ხაბეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის ანძიდან და ჰოლანდიიდან გამოქანებას ურჩევს". მამუკა ბახტაძის თქმით, იუმორი ძალიან კარგია.

"თქვენი კითხვაც კი - რამდენად ეთიკურია კახა კალაძის სიტყვები - თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. მე მარტივად გიპასუხებთ, რაზეც პასუხი არაერთხელ გამიცია: ყველაზე ცუდ დასამახსოვრებლად რაც ჩვენ უკანასკნელ არჩევნებში გვქონდა, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის კახასიც, პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იმავე რეჟიმში ცხოვრებას იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, არსებობს იუმორიც და იუმორი არის ძალიან კარგი" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები