ავტორი:

როგორ ეხმაურებიან ინტერნეტში "გამოქანებაზე" კახა კალაძის განცხადებას

როგორ ეხმაურებიან ინტერნეტში "გამოქანებაზე" კახა კალაძის განცხადებას

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ და... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დიდ დიღომში მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერი გამოიკითხოს.

"ადამიანებს რა უნდა ვუთხრა სერიოზულად არ ვიცი, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა და სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაყენებელ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და ამ ადამიანებს შეუძლიათ აბრძანდნენ დაა... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთივეა პასუხიც", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებას სოციალური ქსელით მალევე უპასუხა ლევან ხაბეიშვილმა:

"ასეთი ტრაგედიის დროს თბილისის მერი საღლიცინოდ რომ იცლის ძალიან სამწუხარო ამბავია, ცალკე ტრაგედიაა მისი უზრდელობა, ინტელექტი და თბილისის მერობა" - დაწერა ლევან ხაბეიშვილმა "ფეისბუქზე".

კალაძის კომენტარს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს