ავტორი:

პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაბალია - "ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი მაჩვენებლების შემდეგ, ხელისუფლება გადადგება"

პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაბალია - "ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი მაჩვენებლების შემდეგ, ხელისუფლება გადადგება"

რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა. novayagazeta.ru-ს ცნობით, რუსეთის მოსახლეობის ნდობა ვლადიმირ პუტინის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალია.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ გაკეთებული კვლევის თანახმად, რომელიც 9-დან 13 იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ყველა ინტერვიუერი ტელეფონით გამოიკითხა, პუტინს ნდობას გამოკითხულთა მხოლოდ 33,4% უცხადებს.

რესპოდენტებს რამდენიმე პოლიტიკოსს უსახელებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელ მათგანს ანდობდნენ სახელმწიფო საკითხების მოგვარებას. გარდა ამისა ეკითხებოდნენ, დაუჭერდნენ თუ არა მას მხარს ამა თუ იმ კონკრეტულ პოზიციაზე.

აღნიშნული ცენტრის საიტმა ბოლო კვლევის მონაცემები 2006 წელს გამოაქვეყნა. მისი ხელმძღვანელი ვალერი ფედოროვი აცხადებს, რომ პუტინის რეიტინგის ისტორიული მინიმუმი 2005 წლის მარტში იყო, როდესაც მას მხარი ამომრჩევლის მხოლოდ 45%-მა დაუჭირა.

ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მონაცემები, 2019 წლის კვლევის მიხედვით, ყველა დროის ისტორიულ მინიმუმზეა.

"არსებული კვლევის შესახებ პუტინის პრესმდივანს თავისი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია... პუტინის შემდეგ, ნდობის ფაქტორის მიხედვით მოდის ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ – 13%, საგარეო საქმეთა მინისტრი - 9,3 %, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი – 9,3% -ით და პრემიერი დიმიტრი მედვედევი – 8,3 %-ით.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის დაკარგვას მოულოდნელად არ მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიდი ცვლილებები დაიწყება.

"მე რომ დავიბადე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო, ახლა 18 წლის ვარ, სკოლა დავამთავრე, ჯარში მივდივარ და ისევ პუტინია პრეზიდენტი... ამ ტემპით კი, რაც ახლა რუსეთშია, ჩემი შვილი რომ დაამთავრებს სკოლას, მაშინაც პუტინი იქნება. მანამდე ხანდახან მედვედევს და ვინმე მსგავს დაიხმარებს," - წერს ალექსი მუხინი.

"რას შეცვლის ეს კვლევა? არაფერს! მერე რა, ჩვენ შევეგუეთ სანქციებს, გაძვირებას, კორუფციას, უკანონობას, პრობლემებს... უფრო სწორად, კი არ შევეგუეთ, დემოკრატიული მმართველობა არც არასდროს გვქონია. ამიტომაც, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული მედია ამ კვლევებსაც არ შეიმჩნევს, ისე როგორც თავად ხელისუფლება და ქვეყანაში ცხოვრება გაგრძელდება სირიის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეას პრობლემებით," - წერს მარინა მუხინა.

"ასეთი მცირედი კვლევები ვერ შეაშინებს ჩვენს ლიდერს, რომელსაც ვითარების სათავისოდ შეტრიალების არაერთგზის გამოცდილება აქვს... ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი მაჩვენებლების შემდეგ, ხელისუფლება უნდა გადადგეს, მაგრამ ჩვენთან დემოკრატია მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში გვსმენია. აქ "პუტინი მეფეა", ვაღიარებთ ამას თუ არა და ასეთი სუსტი ძვრებით მას უმკაცრესი სანქციების ფონზეც ვერ შევაშინებთ," – მიიჩნევს ფიოდორ კრუცკი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე