ავტორი:

მართლწესრიგის ოფიცრების საჩუქარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების პატარა წევრებს (ფოტოები)

მართლწესრიგის ოფიცრების საჩუქარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების პატარა წევრებს (ფოტოები)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს.

დაზარალებული ოჯახები დროებით თბილისის სხვადასხვა სასტუმროში იმყოფებიან. მართლწესრიგის ოფიცრებმა, დაზარალებული ოჯახების მცირეწლოვან და არასრულწლოვან ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

16 იანვარს, ოფიცრები მეხანძრე-მაშველებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას ევაკუაციასა და აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან საჭირო ნივთების გამოტანაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ