ავტორი:

ვინ დაინიშნა სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ

ვინ დაინიშნა სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა.

„გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები