ავტორი:

დღეიდან მზე მერწყულში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს და რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

დღეიდან მზე მერწყულში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს და რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

20 იანვარს, ანუ დღეს მზე დატოვებს თხის რქის ზონას და გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს და რა უნდა გაითვალისწინონ მათ. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე გვიზიარებს:

"6 იანვარს გვქონდა მზის დაბნელება, სწორედ აქედან მოყოლებული გავდივართ დაბნელებებს შორის დერეფანს, იმ მონაკვეთს, რომელიც საკმაოდ მძიმე და დისჰარმონიულია, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ამ პერიოდებსაც აქვს თავისი დადებითი და თუ რატომ ამის ახსნაც შეიძლება.

ასეთ დროს, როდესაც პლანეტა იმყოფება დაძაბულ ენერგოველში - ადამიანს მოსდის გარკვეული გამოცდები სამყაროსგან, ძირითადი საკითხები მაინც მის ამტანობას, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას ეხება. ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ამ ხანებში, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღეს შენიშვნები, ჰქონდათ პრობლემები პირად ურთიერთობებში და არა მარტო . . . ეს ყველაფერი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ, ვიმუშაოთ ჩვენ თავზე, ასეთი დრო ყოველთვის ეხმარება ადამიანს, რომ მიიღოს სამყაროსგან ის შენიშვნა, რაც განსაკუთრებულმა მისთვის გაიმეტა, ყველაფერი კანონზომიერია და ნუ შევეცდებით მის დარღვევას, უფრო მძიმედ დამთავრდება . . .

მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე დერეფანი ერთ-ერთი მძიმეა მთელი 2019 წლის მანძილზე, 6-21 რიცხვის მონაკვეთი ითხოვს სერიოზულ ყურადღებას. მატულობს ნერვოზულობა, შფოთვა, ღელვა, სხვადასხვა სახის ავადმყოფობების გამწვავება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, გაციებულთა რიცხვმაც როგორ მოიმატა ატყობთ . . . მათ შორის იყო მძიმე შემთხვევებიც უხვად . . . ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ადამიანებმა შეიძლება ვერ გაუგონ ერთმანეთს, რაც შესაძლოა გახდეს დაძაბულობისა და დაპირისპირების მიზეზი. არაა გამორიცხული, რომ სოციუმი წინ აღუდგეს რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რაიმე საქმეს, მათ შორის პოლიტიკური კუთხითაც შესაძლოა იყოს სერიოზული დისონანსი, კამათი და საქმის გარჩევები . . .

უშუალოდ დაძაბული პერიოდიდან 14-25 რიცხვის მონაკვეთი ყველაზე მძიმეა, ვხედავთ თუ როგორ მძიმედ მიმდინარეობს ჯერ კიდევ ეს კვირა, არის სხვადასხვა სახის ხანძრები, აფეთქებები, დაზიანებები, მათ შორის, რაც მოხდა თუნდაც თბილისში ვნახეთ მთელი რიგი ამბები, ვნახეთ ასევე საფრანგეთში ლიონის უნივერსიტეტის ხანძარი, ამ თუ სხვა საკითხებზე იყო ცალკეული გამოსვლები და სჯა-ბაასი.

ამიტომ, თხოვნა მექნება, რომ ამ ხანებში თვის ბოლომდე მაინც არ გააკეთოთ რაიმე სახის სარისკო ქმედება, თუკი ეს ძალიან საჩქარო არაა, რადგან აქ დადებული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, საქმიანი კავშირები, ნაკლებად გამოიღებს შედეგს, უბრალოდ დიდი განვითარება არ ექნება ამ საქმეს, შესაბამისად იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი“.

ის ადამიანები, ვინც ამ ხანებში დაწინაურდით, გქონდათ სამსახურეობრივი წინსვლები და წარმატებები, მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ როდესაც სამყარო ასეთ დროს გაძლევთ შანსს წინსვლისა ეს მეტად კარგია, რადგან აღნიშნული არის ნიშანი იმისა, რომ თქვენ განვითარების სწორ საფეხურზე იმყოფებით.

20 იანვარს კი დღის მანათობელი დატოვებს თხის რქის ზონას და გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც შემოიტანს მომდევნო დაახლოებით 1 თვის მანძილზე ადამიანებში და ზოგადად სამყაროში თანასწორობის, ბალანსის, მეგობრობისა და ნოვატორულობის მოთხოვნებს. შესაძლოა გააქტიურდეს მოკავშირეების გეგმები, იდეები, ახალი ჩანაფიქრები, სამყარო ითხოვს, რომ ვიყოთ მეტად მეგობრულნი და ტოლსწორნი.

გარკვეული დროის მანძილზე გვექნება მზის და პლანეტა ურანის მძიმე კვადრატურა, რაც მოიტანს და გააქტიურებს შემდეგ თვისებებს: წინ წამოიწევს ზომაზე მეტად ლიბერალური ხედვები, სიტყვის თავისუფლება, არაა გამორიცხული, რომ ტრადიციული და ზემოთ ნახსენები ლიბერალური კლანის წევრებს შორის იყოს მწვავე გამოსვლები რის გამოც, შესაძლოა იყოს სოციალური დაპირისპირებებიც, ადამიანები ამ დროს ზომაზე მეტად თავნებები და დაუმორჩილებლები ხდებიან, მაღალია შანსი სკანდალური ქმედებებისა და გაგუგებრობებისა

არანაკლებ მარტივი იქნება დაძაბულობა დიდი გამარჯვების მფარველ პლანეტა იუპიტერსა და ნეპტუნის ენერგიების შორის - ამ დროს შესაძლოა ადამიანებს ჰქონდეთ რაიმე მისწრაფება, იდეები და დასახული მიზნები, თუმცა წინასწარ გაუწერელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით შესაძლოა უბრალოდ იმედგაცრუებული ან რომელიმე ინდივიდისგან მოტყუებულიც დარჩეთ‼️ შესაძლოა საქმემ განახოთ ზარალიც, წაგება, ფულის მხრივ შეეცადეთ, რომ არ იყოთ მფლანგველები, ეს ასპექტი ერთი მხრივ კარგია, რადგან გასწავლით ძალიან ბევრ სიბრძნეს და მიიღებთ დიდ გამოცდილებას საქმეში. ეს ასპექტაცია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იქნება შენარჩუნებული, ამიტომ წინასწარ დიდი ყურადღება გამოიჩინეთ!

24 იანვარს პლანეტა მერკური დატოვებს თხის რქის ზოდიაქოს და გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში - რაც დაეტყობა ნელ-ნელა დედამიწას და ადამიანები უფრო მეტად ლოიალურები გახდებიან ერთმანეთისადმი, თუნდაც ურთიერთობის დროს, მაგრამ ეცადეთ, რომ არ შეუზღუდოთ ერთმანეთს „თავისუფლება“ და ნუ შეეწინააღმდეგებით აზრობრივად, რადგან ყველას მაინც თავის მოსაზრება გააჩნია და ამიტომ თუ ძალიან მნიშვნელოვანი არაა კამათი არ ღირს.

თვის ბოლოს კი დედამიწა გამოვა ამ რთული ენერგიების მარწუხებიდან და ვითარება დაიწყებს გამოსწორებას, თქვენ ნახავთ, რომ ადამიანები აღარ იქნებიან ისე გაღიზიაებულნი, როგორც აქამდე, ასევე იქნება გარკვეული შეთანხმებები, გაერთიანებები, არაა გამორიცხული, რომ შედარებით უფრო მარტივად მიხვიდეთ კომპრომისამდე, გამარტივდება ურთიერთგაგება, შესაძლოა რამდენიმე ნაჩხუბარი მხარის შერიგებაც კი ვნახოთ, დაიკლებს და დაცხრება ეპიდემიის რიცხვიც, ამიტომ გამოსწორების შანსები იქნება და ვითარება აუცილებლად დარეგულირდება უკვე თვის ბოლოსკენ და თებერვალიც ამასთან შედარებით გაცილებით უკეთესია.

21 იანვარს კი 09:16 წუთზე გვექნება სავსემთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. დღე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, გასათვალისწინებელია აღნიშნულის წინაპირობები, შედარებით მატულობს ამ დროს დაძაბულობები, რაც გასაკირი სულაც არ გახლავთ. ამ დროს ცის კაბადონეზე დღისა და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეს გვევლინებიან, რაც მოითხოვს რიგ მომენტებში ჩვენი მხრიდან თავშეკავებას. სავსემთვარეობა იმპერატოთა ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ზოგადად - ესაა დღე, როდესაც კარგია მაგიური რიტუალების ჩატარება, რადგან ამ დღეს ადამიანებს აქვთ მეტად დიდი ენერგია, ასევე ბრწყინვალეა თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი ერთად შეძლებს რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს ჩატარებას, ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის.

ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის შანსიც კი. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არაა, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს. მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაია, იოგის ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა.

ეს უკანასკნელი ხდება მე-5 სახლის მმართველში, შესაბამისად ასეთ დღეს სამყაროს ყურადღება მიმართულია თუ როგორ იმოქმედებენ ადამიანები: არ გამოავლინოთ ზედმეტი ეგოიზმი, დესპოტური საქციელი, ტირანული მიდგომები, აკონტროლეთ თქვენი ამბიციები, ეცადეთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ტოლსწორად და მშვიდობიანად. ნუ იქნებით მიკერძოებულნი, ეცადეთ, რომ გარემო მიიღოთ ისეთად, როგორიც არის.

ლომი მეტად ამბიციური ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, რომელიც მუდამ ცდილობს მარტო თავისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ფონს გასვლას, მას მუდამ სურს, რომ იყოს პირველი, მისი შემოქმედება და იდეები იყოს მიღებული და ჰგონია კიდეც, რომ ესაა მართებული, მერწყული კი არანაკლებ ინდივიდუალისტია, მაგრამ მას კარგად შეუძლია ჯგუფში მუშაობა და სხვათა აზრის გაგება, მოსმენა, ის კარგად აბალანსებს და ასტაბილურებს მოვლენებს, მისთვის თანასწორობა მეტად ფასობს, ამიტომ დაიცავით ამ შემთხვევაშიც ბალანსი, გააკეთეთ იმდენი, რამდენიც გესიამოვნებათ საქმეში, მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ, რადგან ეს შემოიტანს შემდგომ მეტ დისონანს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რუქაში თუკი რამე ხვდება 1 გრადუსზე ლომის, ვერძის ან მშვილდოსნის - ამ შემთხვევაში თქვენთვისაც შესაძლოა პერიოდი იყოს საყურადღებო.

უშუალოდ ხვალ კი, მეტად დაისვენეთ, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, კარგია ლოცვა, იოგა, მედიტაციური ვარჯიში, ჰარმონიული კონტაქტები, კონსტრასტული შხაპი და სასურველი საქმიანობით დაკავება".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ