ავტორი:

როგორ იბრძვის "ისლამური სახელმწიფო" რუსეთში - "ეს ახალი ტაქტიკაა, თან არანაკლებ საშიში..."

როგორ იბრძვის "ისლამური სახელმწიფო" რუსეთში - "ეს ახალი ტაქტიკაა, თან არანაკლებ საშიში..."

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ი ისევ ინარჩუნებს გავლენებს. ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურს მშვიდად ყოფნის საფუძველი ნამდვილად არ აქვს...

ამერიკული ინტერნეტგვერდის SITE Intelligence Group-ის (აშუქებს სიახლეებს ექსტრემისტული ორგანიზაციების შესახებ) ინფორმაციით, მაგნიტოგორსკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რუსული მედიის ნაწილის ვერსიით, ტერორისტები წინა გამოცდილებების გათვალისწინებით ფრთხილობდნენ და თითქმის სამი კვირის განმავლობაში ჩუმად იყვნენ.

Новая газета-ს ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყოს გაშლილი და აფეთქებებიც მოაწყოს, თუმცა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, სიფრთხილეს იჩენენ და მომხდარზე პასუხისმგებლობას მას შემდეგ იღებენ, რაც სამშვიდობოს გავლენ.

"2016 წლის 25 დეკემბერს მომხდარი ტრაგედია, რომლის შედეგადაც სოჭში, Ту-154 ჩამოვარდა და მასში მყოფი მუსიკოსები დაიღუპნენ, ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა პილოტების შეცდომად შერაცხეს - ტერორისტებმა თავიანთ "ანგარიშზე" მიითვალეს.

ასევე, პუტინისთვის წარდგენილ ანგარიშში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ იანვრის დასაწყისში მაგნიტოგორსკში მომხდარი სახლის აფეთქების გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა, თუმცა, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ 31 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებაზე, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას თავად იღებს.

"სპეციალისტებმა ადგილიდან აღებულ მასალაზე ვერ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ან მათი კომპონენტების ვერანაირი კვალი" - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა სვეტლანა პეტრენკომ.

“პრინციპში, როგორც პუტინისთვის, ისე, სპეცსამსახურებისთვის ეს მისაღები ვარიანტია: პუტინი პანიკას უვლის გვერდს, სპეცსამსახურები კი - ხელისუფლებისგან მოსალოდნელ გართულებებს... ბოლო დროს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებთან ინტერნეტით დაკავშირება გართულებულია, ადრე ეს სრულიად შესაძლებელი იყო სოციალური ქსელების მეშვეობით - ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, თავისუფლად შეეძლო მისი წევრები ან მხარდამჭერები ეპოვნა ტვიტერში ან სხვაგან... ახლა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ძალიან სწრაფად პოულობენ და ბლოკავენ პოტენციური ტერორისტების გვერდებს და ისინიც, მათი გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ქრებიან" - წერს რუსული მედია.

Новая газета-ს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ISIS-ი თითქმის განადგურებულია, ტერორისტებმა პრაქტიკულად დატოვეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, თუმცა, გარკვეული ანკლავები არსებობს და ისინი დარჩენილ მოსახლეობას ბომბავენ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია რუსი ქალების დახოცვის შესახებ, რომლებიც სწორედ ასეთ ანკლავებში იყვნენ შემორჩენილი. ასევე, ISIS-ის წევრებმა აიღეს პასუხისმგებლობა სირიის ჩრდილოეთით, მანბიჯში, ამერიკელი სამხედროების დახოცვაზე და რამდენიმე მსხვილ ქალაქში მომხდარ ტერაქტზე...

“ადრე, როდესაც ისინი ტერიტორიებს ფლობდნენ, მათზე იყო მთელი მსოფლიო კონცენტრირებული. რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ტერორისტები მხოლოდ კი არ “ავერბოვკებდნენ” რეკრუტებს - ჩვეულებრივ მართავდნენ ტერაქტებს, ლოჯისტიკურად და ორგანიზაციულად ეხმარებოდნენ “ ისლამურ სახელმწიფოს. აშკარაა, ახლანდელი რეკრუტები ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან, თუმცა, მათ შეუძლიათ დანებით დაესხნენ თავს ადამიანებს ან სატვირთოებით შევარდნენ ხალხში. ეს ISIS-ს ახალი ტაქტიკა და ხელწერაა, თან არანაკლებ საშიში... მას შემდეგ, რაც მათ ტერიტორიები დაკარგეს, მხარდამჭერებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში ჩასვლისგან და თავიანთ ქვეყნებში მოაწყონ ტერაქტები", - წერს რუსული გამოცემა.

მისივე ინფორმაციით, საერთაოშორისო მედია პერიოდულად ავრცელებს ცნობებს, რომ ამა თუ იმ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ხანდახან რაღაცებს იბრალებდნენ, რადგან პოზიციების დათმობა და მხარდამჭერების თვალში “იმიჯის დაზიანება” არ უნდათ.

“საშიშის ეფექტი” ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, როგორც ორგანიზაციის არსებობისთვის, თუნდაც რეკრუტირების თვალსაზრისით, კონკურენცია გაუწიონ სხვა ორგანიზაციებს, - იგივე ალ-ქაიდას" - წერს გამოცემა და მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტერორიზმი რუსეთში ძალიან მწვავე პრობლემად რჩება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე