ავტორი:

როგორი ამინდი იქნება 26 იანვრის ჩათვლით

როგორი ამინდი იქნება 26 იანვრის ჩათვლით

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

„22 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოში 23 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ღამით 1-6 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, ზოგან - ნისლიც, ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით -5; 0 გრადუსი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო“, - განაცხადა გვაზავამ.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-23 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24-25 იანვარს უმეტესად უნალექო, ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით 7-9 გრადუსი სითბო, ღამით -1;1.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი