ავტორი:

"ოთხივეს გაგვიხარდება ერთმანეთის წარმატება!" - რა ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" ფინალში

"ოთხივეს გაგვიხარდება ერთმანეთის წარმატება!" - რა ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" ფინალში

დღეს მეგაპროექტის "მხოლოდ ქართულის" ფინალია. შოუში დარჩენილია 4 კონკურსანტი და ვინ გახდება პროექტის მეორე სეზონის გამარჯვებული, დღეს საღამოს გაირკვევა. მანამდე დიდი სამზადისი და მღელვარება აქვს თითოეულ კონკურსანტს, რომლებმაც აქამდე მოსასვლელად დიდი და საინტერესო გზა გამოიარეს...

გიორგი კელაპტრიშვილი პროექტში ხალხის რჩეულად მიიჩნევა, თუ არ ჩავთვლით მის ორ გამოსვლას, როცა ჟიურის მიერ არც ისე კარგად შეფასდა. რაც შეეხება დანარჩენ კონკურსანტებს - ნოდარიკო ხუციშვილი, გუგა მარგველაშვილი, ნუცა თოფურია - მათგან ნოდარიკო აუტსაიდერი არასდროს ყოფილა, თუმცა გუგა და ნუცა რამდენჯერმე გადარჩნენ პროექტის დატოვებას.

ნუცა თოფურია ის კონკურსანტია, რომლის მიმართაც "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ვეტო გამოიყენა და ერთადერთი ქალი კონკურსანტი ასე გადარჩა შოუდან გაგდებას.

დღევანდელ ტურში მათ კვლავ ნიკა რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოუწევთ გამოსვლა და ასევე ზვიად ბოლქვაძესთან. კონკურსანტების გარდა დღეს სცენაზე ორი დიდი მუსიკოსი და დირიჟორიც "შეერკინება" ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტებს ორ-ორი სიმღერის შესრულება მოუწევთ. თითოეულ სიმღერაზე შემოსული ზარების რაოდენობა ცალ-ცალკე დაითვლება. საბოლოოდ კი, ორივე სიმღერის ქულები ერთად შეჯამდება და გამარჯვებული გამოვლინდება.

AMBEBI.GE კონკურსანტებს დაუკავშირდა.

გიორგი კელაპტრიშვილი:

- ეს კონკურსი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. 27 წლის ვარ და ამხელა გამოცდილება ასე მოკლე ხანში, არაფრისგან არ მიმიღია. "მხოლოდ ქართული" ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო მონაკვეთი იყო... რაც შეეხება დღევანდელ ფინალურ გამოსვლას, ძალიან საინტერესო ვერსია მაქვს, თვითონაც მაინტერესებს, ლაივში როგორი იქნება. მგონი, ყველას უნდა მოეწონოს.

ჩემს გულშემატკივარს კი მადლობას ვეტყვი, აქამდე ჩემთან ერთად გაწეული ღვაწლისთვის. მე ჩემი გულშემატკივრებისთვის ვმღეროდი და ჩემი გულშემატკივარი რეკავდა - ამ ფინალამდე ერთად მივედით. დიდი სურვილი მაქვს, ბოლომდე ჩემ გვერდზე იყვნენ.

ნუცა თოფურია:

- ოთხნი დავრჩით. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს. დრო რომ გავა, მოგიხსენიებენ, როგორც "მხოლოდ ქართულის" ფინალისტს. ჩემი აზრით, ეს უკვე გამარჯვებაა! ხომ ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს. ზუსტად ვიცი, რომ ოთხივეს გაგვიხარდება ერთმანეთის წარმატება, რადგანაც ჩვენ შორის ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი კი ჩემს ცხოვრებაში დიდი ნათელი წერტილი იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. "რუსთავი 2"-ში ვამბობ, ისე მოგეჩვიეთ, რომ ყოველ დღე მოვალ-მეთქი. მათ გარეშე აღარ შემიძლია.

დღეს ვმღერი ორკესტრთან ერთად იმ სიმღერას, რომელიც პირველ კასტინგზე შევასრულე. არანჟირება ნიკოლოზ რაჭველმა სიურპრიზად გაგვიკეთა და ეს არის "მეფის ქალს" "შვიდკაცასთან" ერთად, მეორე სიმღერა გოგი დოლიძის რეპერტუარიდან იქნება - "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", რომელიც ზვიად ბოლქვაძესთან ერთად მოვამზადეთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს