ავტორი:

LIVE: მოსამართლეების საქმე; 22 წლის მეზღვაურის გარდაცვალების დეტალები

LIVE: მოსამართლეების საქმე; 22 წლის მეზღვაურის გარდაცვალების დეტალები

სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ნაწილის პროტესტმა შედეგი გამოიღო - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა პარლამენტს მიმართეს და მოითხოვეს, არ მიეცეს მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას.

არის თუ არა ეს გადაწყვეტილება პროტესტის შედეგი თუ გარიგება ოცნების ხელისუფლებასთან? - ეს იქნება "ნიუსრუმის" მთავარი თემა. ჟურნალისტი სალომე კვარაცხელია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე "პალიტრანიუსის" ეთერში.

გვექნება ჩართვა გორიდან - ია თინიკაშვილი მოგვიყვება ლიბიაში გარდაცვლილი 22 წლის მეზღვაურის დავით რაზმაძის საქმეზე. დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია, რომლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო მოიარა. თავად ზაზა რაზმაძე, რომელიც ფოტოზე გარდაცვლილ ძმას გლოვობს, 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ