ავტორი:

"ტივტივებს და რა ტივტივებს, ხომ იცით?" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილზე

"ტივტივებს და რა ტივტივებს, ხომ იცით?" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილზე

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. მისი თქმით, სააკაშვილის ტიპაჟი საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია, პრეზიდენტს კი „ღიპი და ღაბაბი უნდა ჰქონდეს, ლოყებს ბერავდეს - მარგველაშვილი უნდა იყოს“.

„ესენი არიან დაკომპლექსებული ხალხი. ჩვენ გვჭრდება ხალხი, ვისაც არ აქვს კომპლექსები. თანამედროვე მონობაა - რა თქვა იმ ქალმა [სალომე ზურაბიშვილმა], ზემოდან უნდა იყოს პრეზიდენტიო. ეს მიშა რაღაცა უცნაურია, მასე არ იქცევიან პრეზიდენტები კაცო, რას დარბის, რას ტინგიცობს?! პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, ღაბაბი უნდა ჰქონდეს, ლოყებს ბერავდეს, მარგველაშვილი უნდა იყოს!

იძახიან - „კაი ტიპია მარგველა“. რითია კარგი? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოჰყავს, კაი ტიპია! ტივტივებს და რა ტივტივებს, ხომ კარგად იცით?“ - განაცხადა სააკაშვილმა.

შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ნიუ-იორკში გუშინ შედგა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები