ავტორი:

ვინ არის ექთანი, რომელმაც კომაში მყოფი ქალი დააორსულა - პოლიციამ აშშ-ში მამაკაცი დააკავა

ვინ არის ექთანი, რომელმაც კომაში მყოფი ქალი დააორსულა - პოლიციამ აშშ-ში მამაკაცი დააკავა

კომაში მყოფი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ამერიკელმა სამართალდამცველებმა ექთანი დააკავეს. CNN-ის ინფორმაციით, ქალი დაორსულდა და დეკემბერში იმშობიარა.

ნათან საზერლენდი ლიცენზირებული ექთანია, რომელიც ქალს ჰასიენდას სამედიცინო დაწესებულებაში უვლიდა. მას ბრალი სექსუალურ ძალადობასა და დაუცველ ადამიანზე ძალადობის მუხლებით წარედგინა.

„დეილი მეილი“ წერს, რომ საზერლენდი ცოლს, ბრიჯიტს გასულ წელს დაშორდა. განქორწინება 28 დეკემბერს გაფორმდა - 24 საათით ადრე, ვიდრე მსხვერპლი იმშობიარებდა.

36 წლის ექთანი წარმოშობით ჰაიტიდან არის. მას ოთხი შვილი ჰყავს და საკუთარ თავს ღრმად მორწმუნე ქრისტიანად მიიჩნევს. ადგილობრივ ეკლესიებში საზერლენდი ხშირად ასრულებდა „ქრისტიანულ რეპს“.

ნათან საზერლენდი

სასამართლოს ცნობით, საზერლენდის დნმ ანალიზი ბავშვისას დაემთხვა. საქმეზე მომდევნო სხდომა 30 იანვარს დაინიშნა. გამოძიება საქმესთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. 29 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 2002 წლიდან არის მოთავსებული.

გამოძიება ახლა ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი საზერლენდს სხვა პაციენტებთან.

სამედიცინო დაწესებულება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ქალმა, რომელიც აპაჩების ტომის წევრია, 29 დეკემბერს იმშობიარა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე