ავტორი:

LIVE: "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა

LIVE: "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა

“ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია. მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.

„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები