ავტორი:

ვისი შვილია რეალურ ცხოვრებაში "ჩცდ"-ს ნიაკო: „სერიალის ყურებისას მეც გაოგნებული ვრჩები, როგორ გამოსდის თამაში ასე რეალისტურად“

ვისი შვილია რეალურ ცხოვრებაში "ჩცდ"-ს ნიაკო: „სერიალის ყურებისას მეც გაოგნებული ვრჩები, როგორ გამოსდის თამაში ასე რეალისტურად“

"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო პერიოდის სერიებმა კიდევ ერთი საინტერესო მსახიობი გამოავლინა, რომელსაც საკუთარი გმირის ხასიათი ისე კარგად აქვს მორგებული, რომ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. საუბარი ქეთისა და ზაზას შვილზე, ნიაკოზეა. მის როლს 7 წლის ნასტასია კალანდაძე ასრულებს, რომელიც პირველ კლასში სწავლობს და უკვე რამდენიმე წელია "ჩცდ"-ს მსახიობია. ნასტასიას სამსახიობო მონაცემები გენეტიკის დამსახურებაა - პატარა გოგონა მსახიობების, გიორგი კალანდაძის და ნათია წიწილაშვილის შვილია.

სხვათა შორის, ნათია თავადაც თამაშობდა ამ სერიალში, დორას რძლის, გუგუნას ცოლის როლს. ნათიამ და გიორგიმ ერთმანეთი სერიალ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზეგაიცნეს, მალევე გაუჩნდათ გრძნობები და ოჯახი შექმნეს, თუმცა ბავშვის დაბადებიდან მოკლე დროში გაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ნასტასია დედასთან ცხოვრობს, მაგრამ აქტიური ურთიერთობა აქვს მამასთან. ნიაკოს რეალურ დედას, ნათიას, პატარა მსახიობზე mshoblebi.ge ესაუბრა:

- ნათია, ვისი იდეით მოხვდა სერიალში ნასტასია?

- რასაკვირველია, ეკა მჟავანაძის. როდესაც სერიალისთვის ნასტასიას ასაკის ბავშვი დასჭირდათ, დამირეკეს, მაშინ 3-4 წლის იქნებოდა, უარი არ მითქვამს და მივიყვანე. იქიდან მოყოლებული აქტიურად იღებს მონაწილეობას სერიალში.

- როგორ ახერხებდით იმას, რომ 3 წლის ბავშვი გაგეჩერებინათ კამერის წინ? გასაგებია, მაშინ ამხელა სცენები არ ჰქონდა სათამაშო, როგორც ახლა, თუმცა, მაინც რთული მეჩვენება ამ ასაკის ბავშვის გადაღებებში მონაწილეობა...

- თავიდან ისე იყო, რომ უბრალოდ კადრში უნდა გამოჩენილიყო ბავშვი. გადაღებები გვქონდა წავკისში, ყოველდღიურად ავდიოდით და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიყავით. მიუხედავდ იმისა, რომ დარბოდა აქეთ-იქით და მე დავდევდი, მაინც აკეთებდა იმასაც, რასაც ვეუბნებოდით, დამჯერი ბავშვია და არ გაგვჭირვებია არაფერი...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ