ავტორი:

რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კვირა წარმატებით დასრულდეს? - რეკომენდაცია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კვირა წარმატებით დასრულდეს? - რეკომენდაცია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

იანვარი განსხვავებულად წარიმართა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. გაინტერესებთ, როგორ უნდა დააგვირგვინოთ კვირა ნაყოფიერად? წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები.

ვერძი

კონცენტრაცია მოახდინეთ იმ საქმეზე, რომელშიც თვის დასაწყისიდანვე ჩართული ხართ, იზრუნეთ საკუთარი მიზნების მისაღწევად, ნუ მისცემთ თავს უფლებას, შრომამ ფუჭად ჩაიაროს. ერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ოდესმე უსიამოვნო სიტუაცია შეუქმნიათ.

კურო

იანვარი კუროებისთვის ფულადი დანაკლისით დაიწყო, იმ შემთხვევაში თუ ფარ-ხმალს არ დაყრით, ფინანსური კუთხით, კვირის წარმატებული ფინალი გელით. ენდეთ მხოლოდ ოჯახის წევრებს. მათ მიერ შექმნილი მყუდრო გარემო დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან.

ტყუპები

მთელი თვე იუპიტერი გებრძოდათ, როგორც ფინანსურ, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერს გირთულებდათ. კვირის ბოლოს გაუფრთხილდით „ჯიბეს“ და ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ გაფლანგავთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, უყურადღებოდ არ დატოვოთ და დააფასეთ პარტნიორი. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა მასთან კომუნიკაცია გაგირთულდეთ.

კირჩხიბი

იმისათვის, რომ ეს კვირა კარგად დაასრულოთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენ გარშემო შექმნილ კონფლიქტს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ საკუთარ ბედნიერებაზე. თუ ჩვეულ კურსს არ გადაუხვევთ და სირთულეებს არ შეუშინდებით, მიუხედავად მცირე უთანხმოებებისა, წარმატებული კვირის ბოლო გელით.

ლომი

თქვენი უპირველესი მიზანი რუტინასთან შეგუებაა ამ კვირაში. ჩვეულებრივ, რუტინა განგრევთ, მაგრამ უნდა შეეგუოთ არასასიამოვნო ფაქტს: ცხოვრება ყოველთვის მოულოდნელობებით სავსე არ არის. ყოფილ პარტნიორთან დაბრუნება სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, კვირის წარმატების საწინდარი ქალწულისთვის მოდუნებაა. უარი თქვით რამდენიმე საქმის ერთად კეთებაზე, დაასვენეთ გონება წესრიგზე ფიქრისგან. ნუ შებოჭავთ გრძნობებსს, მიეცით მათ თავისუფლება.

სასწორი

ტყუპების მსგავსად, იუპიტერი თქვენს იღბალსაც ებრძვის, კარგი იქნება, თუ არ აჰყვებით ეშმაკურ ცდუნებებს. გეგმები, რომელთა განხორციელებასაც 2019 წელს აპირებთ არ გაამხილოთ. არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი უახლოეს მეგობრებთანაც კი, განსაკუთრებით თუ დაუმსახურებლად მოგექცნენ და თავი დაიცავით. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს