ავტორი:

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მწერლებთან ერთად

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მწერლებთან ერთად

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება. ღონისძიებას გამომცემლობა „პალიტრა L“ უერთდება და 1 და 2 თებერვალს წიგნის კითხვის საღამოებზე გეპატიჟებათ.

1 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ (ჭავჭავაძის #7) და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიმასპინძლებთ. „ბიბლუსი გალერეაში“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წაიკითხავთ წიგნებს საჯაროდ, ხოლო „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ თქვენთან ერთად ამონარიდებს საყვარელი წიგნებიდან კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები: იაგო თვალაბეიშვილი და შორენა ხუხუა წაიკითხავენ.

2 თებერვალს კი, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) და 17:00 საათზე მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ (ჭავჭავაძის #17ბ), ასევე, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები გიმასპინძლებენ. „ბიბლუსი გალერეაში“ თათული ღვინიანიძე, გვანცა გუბელაძე და ნათია ჯაგოდნიშვილი; მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ _ ელის დოჯსონი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს