ავტორი:

რას უპირებს ვლადიმერ პუტინი სომხეთს? - "რუსეთმა განწყობები შეცვალა, 10%-ით გააძვირა გაზი"

რას უპირებს ვლადიმერ პუტინი სომხეთს? - "რუსეთმა განწყობები შეცვალა, 10%-ით გააძვირა გაზი"

რამდენიმე დღის წინ რუსულ და სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24-25 იანვარს რუსეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია РИА Новости-სთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარყო. მისი ინფორმაციით, ისინი ძალიან ხშირად საუბრობენ ტელეფონით და პირისპირ შეხვედრის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას.

როგორც დღეს РБК-ის მიერ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, სომხეთი დაინტერესებულია, რომ რუსეთიდან ტრანზიტული გაზის მილსადენმა სომხეთის ტერიტორიაზე გაიაროს.

"სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთ თემებზე, როგორიც არის გაზის ტარიფის შემცირება, მას რუსეთის ხელისუფლებასთან არ უსაუბრია, არადა პროექტი "ჩრდილოეთის დინება-2" რუსეთის მიმართ ენერგოდამოკიდებულებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანდა," - წერს eadaily.com.

პროექტი "ჩრდილოეთის დინება-2" ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული გაზის მილსადენების ქსელის გაფართოვებას ითვალისწინებს, რომლის მეშვეობით "გაზპრომი" გაზს რუსეთიდან პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.

სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტის რუბენ მეჰრაბიანის თქმით, ის, რომ სომხეთი ამ პროექტში თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს, მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან "მოსკოვს ენერგომომარაგების საკითხის თავისი გეო-პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება ჩვევად აქვს".

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზის მილსადენი არის ის პოლიტიკური ბერკეტი, რომელსაც რუსეთი ისევე გამოიყენებს სომხეთის წინააღმდეგ, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში გაუკეთებია. ცნობისთვის, რუსეთმა მიზნად დაისახა სომხეთზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება და მისი იძულება ევრაზიის კავშირში გაწევრიანდეს" - ამბობს მეჰრაბიანი.

სამაგიეროდ, რუსეთმა სომხეთთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც АК-12-ის პირველი პარტია, 50 ცალი ავტომატი ერევანში ჩაიტანეს. სამხედრო კომპანია Калашников-ის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ დმიტრიევმა დაანონსა, რომ სომხეთი იქნება პირველი ქვეყანა, რუსეთის გარდა, რომლის შეიარაღებულ ძალებშიც АК-12 იქნება ჩაშვებული.

სომეხი ექსპერტების ცნობით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სომხეთი ეკონომიკურ განვითარებაზე არ იყოს ორიენტირებული. ახლახან, rosbalt.ru-მ მოამზადა სტატია სათაურით, "საით მიჰყავთ სამხრეთ კავკასია", სადაც ავტორი საუბრობს, რომ სომხეთი რუსეთისგან შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს ითხოვს. ავტორი, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოლაპარაკების საკითხში რუსეთის როლზე საუბრობს.

svpressa.ru-ს ცნობით, რუსი და სომეხი ერის ისტორიული მეგობრობა კამათს არ იწვევს, თუმცა ბოლო დროს სტრატეგიულმა მოკავშირემ სომხეთში განწყობები შეიცვალა, რაც იმითაც აიხსნება, რომ ამ ბოლო დროს სომხეთი რუსეთთან მეგობრობით მოგებას და მით უფრო, სარგებელს ვერ ხედავს. ეს კონკრეტულად ენერგოსფეროზე აისახა, როდესაც სომხეთმა რუსეთთან გაზის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია...

"რუსეთის კოზირია გაზი, ჩვენი საყვარელი ინსტრუმენტი, რომელიც ბევრს აიძულებს მის მიმართ ლოიალური იყოს. თუმცა ბელორუსისგან განსხვავებით, სომხეთს არ უყვირია, მშვიდად შეეგუა გაზის 10%-ით გაძვირებას, რაც ძალიან გონივრული იყო, რადგან გაზის გარეშე ვერ გაძლებ... ისე კი, თავის მხრივ, რუსეთს უფლება არ აქვს უსამართლოდ მოექცეს თავის მოკავშირეებს.

ჩვენ უკვე დავკარგეთ უკრაინა და საქართველო; მოლდოვა ევროპასთან მეგობრობს, აზერბაიჯანი - ნატოსთან, ყაზახეთი ნებას რთავს ამერიკელ სამხედრო ბაზებს მის ტერიტორიაზე განთავსდნენ, შუა აზიის ქვეყნები ჩინეთის ინვესტიციებს ელიან, ბელორუსი უკვე ღიად იმუქრება, რომ მისი და რუსეთის მეგობრულ ურთიერთობას საფრთხე ემუქრება.

ამ რეალობაში რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ მეგობრების დაკარგვა ადარდებდეს.. ამიტომაც, სულაც არ უნდა გვიხაროდეს, რომ სომხეთი არ ჩქარობს ვენესუელას ახალი ხელისუფლების აღიარებას, ის უბრალოდ სიგნალს ელოდება რუსეთისგან, როგორ მოიქვევა ის შემდეგში და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას," - ამბობს svpressa.ru-ს მომზადებულ მასალაში ბლოგერი ნიკიტა ისაევი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე