ავტორი:

"1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს"

"1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს"

1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ "მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე" ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.

„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს, ძალაში შედის 2019 წლის 1–ლი მარტიდან.

GDBA- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 22 იანვარს ჩატარდა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცათ უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ეტიკეტირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე. შეხვედრამ ცხადყო, რომ სააგენტოს მიდგომა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მოლოდინი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებულია და არსებობის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და შეჯერებას, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარიმო სანქციები...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ